საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობაში 129 თანამშრომლიდან სამუშაო ადგილის შენარჩუნება 69-მ შეძლო
2015/01/08 12:31:28

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ჩატარუბელი კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ინფორმაცია კონკურსის მონაწილეთა შესახებ. ინფორმაციის თანახმად, კონკურსში მონაწილე მერიისა და საკრებულოს ყოფილი 129 თანამშრომლიდან სამუშაო ადგილის შენარჩუნება 69-მ შეძლო.

 

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: 

ქალაქ ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ჩატარებულ ატესტაციაში მონაწილეობა მიიღო 129 თანამშრომელმა. ატესტაციის პირველი ეტაპი (ტესტირება) გადალახა 72 ატესტანტმა, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპი (გასაუბრება) 69 ატესტანტმა. აქედან:


• 6 თანამშრომელი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;


• 60 შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;


• 3 ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროება გადამზადებას.

 


რაც შეეხება კონკურსს: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 20 ოქტომბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ პორტალზე, www.hr.gov.ge, გამოაცხადა კონკურსი 196 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად (მერია-181; საკრებულო-15).


1693 კონკურსანტის მიერ შემოტანილ იქნა 5000-ზე მეტი განაცხადი.


კონკურსის პირველი ეტაპი - დოკუმენტაციის წარმოდგენა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - წარმატებით გაიარა 881 კონკურსანტმა, რომლებიც გადაყვანილ იქნენ მეორე ეტაპზე.
კონკურსის მეორე ეტაპზე - ტესტირება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წლის 16 ნოემბერს ჩაატარა - 796 კონკურსანტი გამოცხადდა, აქედან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დადგენილი 70 პროცენტიანი ბარიერი დაძლია 401 კონკურსანტმა , რომლებიც გადავიდნენ კონკურსის მესამე ეტაპზე. 


კონკურსის მესამე ეტაპი გასაუბრება გაგრძელდა ერთი თვე და კომისიის მიერ ხდებოდა კონკურსანტის იმ ცოდნის და უნარ-ჩვევების შემოწმება, რომელიც სავალდებულო პირობად იყო მითითებული გამოცხადებულ კონკურსში და ტესტირების ეტაპზე ტესტებში არ იქნა გათვალისწინებული (მაგ: დარგობრივი კანონმდებლობა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; რიგ პოზიციებზე უცხო ენის ცოდნა).


კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კონკურსანტების გამოცდას ესწრებოდნენ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და ასევე მოწვეული იყვნენ უნივერსიტეტის სპეციალისტები.


საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კონკურსანტის თანხმობის შემთხევავში გასაუბრების პროცესს აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნები) და მიმდინარეობდა ვიდეო/აუდიო ჩაწერა.
საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოვლინდა 157 კონკურსანტი (მერიაში - 145; საკრებულოში - 12), ხოლო 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. 


გამარჯვებული კონკურსანტების საშუალო მაჩვენებელი აღემატება 82 პროცენტს, რაც მაღალი შედეგია და მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის საქმიანობის ხარისხს.


ინფორმაციისათვის: ჩაშლილ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება 2 კვირის განმავლობაში

 

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურში ღირსეული კანდიდატები შეირჩენენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია