დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია სპორტული სკოლის გასხვისებას აპროტესტებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/13 13:01:07

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ჭიდაობის დარბაზის გასხვისება გააპროტესტა.

მისი განცხადებით, გია თევდორაძის მერობის დროს ჭიდაობის დარბაზის გასარემონტებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო თანხა რემონტისათვის, თუმცა შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა და დღემდე გაურკვეველია, ეს თანხები სად წავიდა.

 

„გასულ წელს კი ცნობილი გახდა, რომ შენობა გასხვისდა და ბავშვები შენობის გარეშე დარჩნენ. სამწუხაროა, რომ სპორტული აიპების გაერთიანების თავმჯდომარე დათო აბულაძე თანამდებობაზე ისევ რჩება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პროკურატურა და „ქართული ოცნება“ ამდენს აბლატავებენ „ნაცებს“ და მათ მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული გამოძიებული არ არის. მოვითხოვთ, პროკურატურამ ეს საქმე მაინც გამოიძიოს და შენობას თავისი ფუნქცია დაუბრუნდეს.“– აცხადებს გოგი წულაია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია