დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის თანამშრომლების ტრანსპორტირება ბიუჯეტს 427000 ლარი უჯდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/21 13:00:17

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა.


წულაია ქუთაისის მერიის წლიურ ხარჯებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი თქმით, მერიას  განცხადებით მიმართა იმის დასადგენად, თუ რა თანხა იხარჯება მერიის თანამშრომლების გადაადგილებასა და სატელეფონო მომსახურეობაში.


მერიის  საპასუხო წერილში კი აღნიშნულია, რომ 2014 წელს მერიის თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის 427 ათასი ლარი, ხოლო სატელეფონო ხარჯებისათვის – 38,4 ათასი ლარია გამოყოფილი.


„ეს სრული მარაზმია, ეს არის კორუფცია და მეტი არაფერი. რატომ სჭირდება მერიის თანამშრომლებს ამდენი ფული სიარულში, ან რას ლაპარაკობენ ტელეფონზე, რომ ათასები არ ჰყოფნით? ასეთ უთავბოლო ხარჯებს ურჩევნიათ, გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარონ. რომ გაიძახიან, ხაზინაში თანხები არ გვაქვსო, ერთჯერად დახმარებებს არ აძლევენ ხალხს და თვითონ კი არაფერს იკლებენ“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

 

წულაიას მიერ გამართულ ბრიფინგს ქუთაისში მცხოვრები ორი ქალბატონი: ნატო ხარაიშვილი და ნინო ჩიქავა ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, გასულ წელს არაერთხელ მიმართეს ქუთაისის მერიას ერთჯერადი დახმარების თხოვნით, თუმცა უარი მიიღეს იმ მიზეზით, რომ ხაზინაში თანხა არ არის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია