დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პიკასოს შვილიშვილი ბაბუის ნახატების გაყიდვას აპირებს
2015/01/06 18:48:15

გაზეთი New York Post-ი იტყობინება, რომ ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს შვილიშვილი საკუთარი კოლექციიდან 290 მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრების გაყიდვას აპირებს.

 

მარინა პიკასოს, რომელიც მხატვრის უფროსი ვაჟის ქალიშვილია, 7 ნახატის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ნამუშევრები 1905-1965 წლებშია შექმნილი. მათ შორის ყველაზე ძვირფასი „დედაშვილობა“ და „ქალის პორტრეტია“, რომელთა ღირებულება შესაბამისად 54 და 60 მილიონი დოლარია.

 

მოლაპარაკებებს მყიდველებთან თავად მხატვრის შვილიშვილი ჟენევაში აწარმოებს. ის ნიცის საგვარეულო ვილის გაყიდვასაც აპირებს, რომელიც ბაბუისგან ანდერძით ერგო. მარინა პიკასო ამას „წარსულისგან გათავისუფლებას“ უწოდებს და აცხადებს, რომ იმ დანატოვარის მოშორებას აპირებს, რომელიც ბაბუისგან „უსიყვარულოდ“ ერგო.

 

მან არაერთხელ დაადანაშაულა პაბლო პიკასო, რომ მის ბავშვობაში მხატვარი ოჯახს უარყოფდა. მარინას ბებია რუსი ბალერინა ოლგა ხოხლოვა იყო. ძმამ, პაბლიტომ 1973 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

წყარო: http://ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია