დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპატიო მისია
შალვა ხეცურიანს "ქართული ღვინის საპატიო ელჩის" წოდება მიანიჭეს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/25 03:28:36

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,   „ქართული ღვინის“ ასოციაციის პრეზიდენტმა  თინა კეზელმა და  საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ,,ქართული ღვინის“  ასოციაციამ  შალვა ხეცურიანს  „ქართული ღვინის საპატიო ელჩის“  წოდება მიანიჭა.


მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალსა და „ქართული ღვინის საპატიო ელჩის“ წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი  დაესწრო.


,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მხარს დაუჭერს ყველა წამოწყებას, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.  ქართული ღვინის საპატიო ელჩს საპასუხისმგებლო მისია ექნება - ღირსეულად წარადგინოს ქართული ღვინო ქვეყნის გარეთ და იზრუნოს  ადგილობრივი ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე“, - განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.


 ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ერთობლივი სტრატეგიის შესაბამისად,„ქართული ღვინის საპატიო ელჩის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის, როგორც ერთიანი ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.  

 

საპატიო ელჩი ჩართული იქნება ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის შესახებ სომელიეთა ეროვნული ასოციაციებისთვის, ღვინის სკოლებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, ღვინის კრიტიკოსებსა და მწერლებისთვის, ასევე საერთაშორისო მედიისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების  პროცესში.


რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებში, ელჩის ძირითადი  ფუნქცია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის განათლების დონის ამაღალების ხელშეწყობა იქნება.


 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ღონისძიების სტუმრებს  ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.


– საქართველოს დიდი პოტენციალი გაჩნია, რომ გაიტანოს თავის პროდუქცია დსთ ქვეყნებში, პოლონეთსა თუ ბალტისპირეთში, აშშში, საფრანგეთში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში,– განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

 

– მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, "ქართული ღვინის ასოციაციასა" და "სომალიელთა ასოციაციის" პრეზიდენტს შორის, წინგადადმული ნაბიჯია, რადგანაც ვფიქრობ, რომ "ქართული ღვინის ელჩი" ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.– ამბობს თინა კეზელი, "ქართული ღვინის ასოციაციის" პრეზიდენტი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია