დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტორპედო“ ქუთაისის მერიისგან 800 000 ლარს მიიღებს
2015/01/06 09:55:01

ახალმე „მეპატრონემ“ „ვისოლი“ კლუბიდან მადლობით გააცილა

 

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს. 

 

საფეხბურტო კლუბ „ტორპედოს" პრესკლუბში ქუთაისის ვიცე-მერმა - ნოდარ მიქიაშვილმა, საფეხბურთო კლუბის დირექტორმა - დავით ფრუიძემ და ახლადდანიშნულმა მწრვთნელმა - გიორგი დარასელიამ ფეხბურთელებთან ერთად მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 


„ქუთაისის მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ კლუბს ღირსეული დაფინანსება ჰქონდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ სეზონის დასრულებამდე კლუბს 800 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხება, რაც სავსებით საკმარისია. აქვე მინდა მადლობა კომპანია „ვისოლს“ გადავუხადო იმ გაწეული სამუშაოსთვის, რაც წლების მანძილზე „ტორპედოში" გასწია,“ - აცხადებს ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ კომპანია „ვისოლი“ აფინანსებდა, თუმცა 2014 წლის დეკემბრიდან კლუბს ქუთაისის მერია აფინანსებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია