საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
GAA-მ ორდღიანი მედიატური მოაწყო
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/03/27 15:21:35

„ჯორჯიან ემერიქენ ელოისმა“ მორიგი მედიატური გამართა. დაახლოებით ოცი მედიასაშუალების წარმომადგნლებისთვის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოახერხა ორი დღის განმავლობაში სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების გიგანტების, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის „ფეროს“, ჩვენება.

 

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები გაეცნენ მანგანუმის მოპოვების ღია და დახურულ ფორმატს (კარიერსა და მაღაროებზე ისინი შეხვდნენ ადმინისტრაციასა და რიგით სამთოელებს), წარმოების ისტორიას, სამთოელთა და მეტალურგთა სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობას.

 

პირველად ჟურნალისტებმა მოინახულეს სამი მაღარო, მადნის დამუშავების პროცესს გაეცნენ ადგილზე და დაათვალიერეს ის ტერიტორია, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ დახურული ტიპის მანგანუმის გამამდიდრებელ ფაბრიკას უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ააგებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ ფაბრიკის ამუშავების მერე დასრულდება ჭიათურაში მანგანუმის გასუფთავების ასწლიანი ტრადიცია. მოდერნიზებული ფაბრიკის საშუალებით ჰაერში მძიმე მეტალის მტვერი აღარ მოხდება, ასევე აღარ დაბინძურდება მდინარე ყვირილაც.

 

სამი მაღაროს მაგალითზე ჟურნალისტებმა გადაამოწმეს სამთოელთა სანიტარული და კვების საკითხები. ე.წ. მშრალი ულუფის პაკეტის დეგუსტაცია მოხდა ითხვისის მაღაროზე, ასევე სანიტარული კვანძები გადამოწმდა ჟურნალისტების მოთხოვნის მიხედვით.

 

მედიატურის მონაწილეები გაეცნენ კომპანიის მიერ დაწყებულ სარეკულტივაციო სამუშაოების პროცესს. ჟურნალისტებმა მოინახულეს „მანგანეზის“ მიერ გაშენებული ახალშენი ტყე სოფელ ხალიფაურის ტერიტორიაზე, რომელსაც ეწოდა ეროვნული გმირის, აფხაზეთში დაღუპული ჯონი თორღვაშვილის სახელი.

 

ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ბუნებრივი მოსაკრებლის ათჯერ გაზრდის შესახებ. მათი აზრით, ჭიათურის ბიუჯეტს გონივრულად დაგეგმილი 3,5 მილიონი ლარის განკარგვა ყოველწლიურად მუნიციპალიტეტს სასარგებლოდ წაადგება (2015 წლიდან ბუნებრივი მოსაკრებლის ოდენობა, სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება).

 

მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ განხორციელებულ სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო აქციებსაც.

 

მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და „ფერომედს“ ეწვივნენ, სადაც საწარმოო პროცესის გარდა ნახეს „ფერომედის“ სერვისი. კომპანიამ გასულ წელს მოახერხა „ფეროს“ გადაიარაღება და საწარმოო პროცესის თანამედროვე სტანდარტებით დახვეწა.

 

„ფერომედი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. კომპანიის მიერ დაზღვეულია ყველა თანამშრომელი ოჯახის წევრების ჩათვლით.

 

კომპანია GAA დღემდე რჩება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებლად „საქართველოს რკინიგზის“ მერე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია