დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მარტივად ციფრულ მაუწყებლობაზე“–ბროშურის პრეზენტაცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/18 16:14:35

ქუთაისში ბროშურის „მარტივად ციფრულ მაუწყებლობაზე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ბლოგ GeoDigital.TV ორგანიზებით გაიმართა. ბლოგი
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესებს აშუქებს.
ბროშურაში, რომელიც შეხვედრაზე მყოფთ დაურიგდათ არის გზამკვლევი, რომელიც აანალიზებს და იკვლევს ციფრული და ზოგადად სატელევიზიო ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციებს.


„ჩვენი მიზანია ქართული აუდიტორიისთვის შეგვექმნა წყარო, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე
ამომწურავ ინფორმაციას თავს ერთ გზამკვლევში მოუყრიდა. გთავაზობთ ბროშურას, რომელიც ვიმედოვნებ ამ მიზანს ასრულებს.
ჩვენი ბროშურა არის მათთვის, ვინც საზოგადოებას ციფრულ მაუწყებლობაზე ინფორმაციას აწვდის:
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტებისთვის,
არასამთავრობო სექტორისთვის, საქმიანი წრეების წარმომადგელებისთვის და მაღალი ტექნოლოგიების
მოყვარულებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ბროშურა საუკეთესო არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც მაღალი
ხარისხის ინფორმაციის მიღება სურს“–განაცხადა GeoDigital.TV–იდ მტავარმა რედაქტორმა ივან პოლტავეცმა.

 


პრეზენტაციაზე საუბარი ციფრულ მაუწყებლობის შესახებ არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და საინფორმაციო კამპანიის წარმოებას შეეხო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია