დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წულაია „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/29 12:22:40

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი  წულაიამ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. წულაიას განცხადებით, 2013 წლის არჩევნებმა, წინასთან შედარებით, მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დარღვევები მაინც იყო. იგი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობდა და მათ 20-20 ლარს ურიგებდა.

წულაია ახალ ხელისუფლებას უსუსურს უწოდებს, მისი თქმით „ქართულლმა ოცნებამ“ მოახერხა და „ნაციონალურ მოძრაობას“  რეაბილიტაციის საშუალება მისცა, გარიგებაში შევიდა მათთან, რათა „ნაციონალებს“ მეორე ადგილი დაეკავებინათ.

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელის, გია თევდორაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თევდორაძემ ისეთი განცხადება გააკეთე, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა ქუთაისელებს და გაუნათლებელი უწოდა.

„სირცხვილია, რომ ახალმა ხელისუფლებამ თევდორაძეს ამდენი „ბლატაობის“ უფლება მისცა, ადამიანები, რომლებიც გულზე ცოცხჩამოკიდებული უნდა დადიოდნენ, ქართველ ხალხს შეფასებას უწუნებენ და იქეთ მოძღვრავენ,“ – აღნიშნა წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია