საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
ჯვარს აცვ ეგე ანუ არარომანტიკული სადილი საჩხერის უმწეოთათვის
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/27 23:16:58

 

ბოლო პერიოდში ,,შემჩნეულივარ ჭიათურის მუნიციპალიტეტში პოზიტივების გამოაშკარავებით და სანაცვლოდ, მეზობელ მუნიციპალიტეტებს ვაკრიტიკებ. სულ ბოლოს ის გავახმიანე, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე 2013 წლის ეტალონ გამგებლად დასახელდა და ვიწრო მუნიციპალურმა სიამაყემ ისევ დამრია ხელი.

 

არაერთხელ დამიწერია, რომ ჭიათურის უმწეოთა სასადილო ბევრი რამით სანიმუშოა. რაციონის გარდა, იქ მომსახურე პერსონალი ცდილობს, უმწეოებს არ აგრძნობინონ ის შეზღუდვა, რაც მათ სახელმწიფოში გამეფებულმა სიღატაკემ ,,მიჰკერძა“.

 

ჭიათურის უმწეობთან თავად მოსახლეობასაც მიაქვს საკვები, განსაკუთრებით მათ უყვართ ტკბილეული და ღვინო (ეს ბოლო ორი სახეობა რაციონში არ შედის), თუმცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც საკმაოდ დიდ თანხას ჰყოფს უმწეოთათვის.

 

 შარშან მინდოდა მენახა, როგორ იკვებებოდა საჩხერის უმწეო ,,კასტა“, მაგრამ ჭიათურის 120 ბენეფიციარისათვის გაწეული სერვისის ფონზე, შევძრწუნდი და სულ დავანებე ამაზე ფიქრსაც თავი.

 

ნინოობას რატომ ავიღერღე და დავიწყე ამაზე წერა?! სრულიად მოულოდნელად მომიწია იმ ადამიანთან შეპასუხებამ, რომელმაც ეს თემა ,,ამაწევინა“. შარშანვე ვიცოდი, რომ საჩხერეში 40 ბენეფიციარი ჰყავდათ უმწეოთა კვების პროგრამაში. როცა ,,ცხვირი შევყავისასადილოში, ჩემდა უნებლიედ გამექცა თვალი იმ ქვაბისკენ, რომელშიც საკვები იყო გამზადებული.

 

 ხუთიოდე ლიტრის მოცულობის ქვაბს თავი არ ეფარა და ფსკერზე ,,თვლემდამაკარონი, ხელი მოწერილი ჰქონდა უწყისში 8 ადამიანს (რატომღაც მომეჩვენა, რომ რვავე ხელმოწერა ერთი და იმავე ადამიანის ,,ნაქნარიიყო), ხელმოწერების სინამდვილეს არ ჩავძიებულვარ, რადგან ციცქნა ქვაბში 40 ადამიანისთვის სამყოფი საკვები ვერ მოთავსდებოდა, წიხლითაც რომ ჩაგეტენათ! 8 ადამიანის ზემოთ ეს მაკარონი სამ ულუფასაც ვერ გასწვდებოდა და გადავწყვიტე, რომ ხმა არ ამომეღო. ვინმე მომაძახებდა, ამ ჭიათურაში ყველაფერი წესრიგშია და ხარაგაულსა და საჩხერეში კი ყველაფერს აქცევენო?!

 

26 იანვარს ქუთაისში შშმ პირებთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ვიყავით წასული სამი ადამიანი: საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ერთი თანამშრომელი და ორი ჭიათურელი ,,მეოცნებე“, მე და ნანა გაფრინდაშვილი.

 

 ჩვენი ,,ოცნებაჭიათურაში დღის ცენტრის გახსნაა. ანა გაფრინდაშვილი კი საჩხერის ფილიალში გავიცანი, მიეხმარა მატერიალურად ფილიალს და ამას გარდა, მცირე სოციალურ პროექტებშიც ხელს გვაშველებს ხოლმე ,,ერთობ მოცლილ პოპულისტ შშმ პირების მოჭირნახულეებს“.

 

ქუთაისის მოვლის მერე ჩემს მანქანაში გაფრინდაშვილს ქოლგა დარჩა და გადავწყვიტე, რომ თავისი ნივთი იმ ადამიანისთვის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას მიმეტანა. ეს ადგილი კი საჩხერის უმწეოთა სასადილოა. ნამდვილად არ მინდა მეწარმეებისა და პოლიტიკოსების ქოლგა გამოვიდე, მაგრამ ამ გაფრინდაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და სასტარტო თანხაზე 11 ათასი ლარით ნაკლებად შესთავაზა მუნიციპალიტეტს 40 ბენეფიციარის კვება. 24 ათას ლარად შესაბამისი კალორაჟით ბენეფიციარებს ,,ახალიუმწეოებს კვებავს ისე, რომ ,,ნანას მოსვლის მერე ის გემო გაახსენდათ, მიშას ჩამოსვლისას გამზადებულ სადილს რომ ჰქონდა“ (ერთი ბენეფიციარის ნათქვამია).

 

 ქოლგის მიტანისას სასადილოში ერთი ქალბატონი დამხვდა, რომელმაც მიცნო და ნინოობაც მომილოცა. სამწუხაროდ, ერთბაშად ვერ აღვიდგინე გონებაში, ვინ იყო ეს ადამიანი. იმერული ზრდილობის კვალობაზე მადლობა გადავუხადე და იქითაც მივულოცე. მან მაშინვე მისაყვედურა, რატომ არ ვწერდი საჩხერის ,,წითელ ჯვარზე“, რატომ არ დავინტერესდი მისი საქმიანობით. საყვედური ნამდვილად არ მომეწონა და ვუთხარი, რომ წჯსკ-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) შესახებ არასდროს დამიწერია, რადგან ანრი დიუნანმა სოფელ სოლფერინოსთან წმიდა უპრეტენზიო ადამიანური მოტივაციით შეძლო დაჭრილთა დახმარება და ამის შემდეგ სულ ვთვლიდი, რომ დიდი ანრის მერე პატარა დიუნანების საქმიანობაც ისეთივე უპრეტენზიო იქნებოდა.

 

 ამის მერე ქალბატონმა ქეთინომ (ასე ჰქვია თურმე ამ ქალბატონს) მითხრა, რომ ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები. ვუთხარი, რომ თუ აკეთა, ძალიან კარგი და ამას თვით ივანიშვილიც კი უპრეტენზიოდ აკეთებდა. პარალელურა, შემახსენა, რომ ბევრი მიკეთებია საჩხერეში მეც და ვუთხარი, რომ ,,წითელი ჯვრისმხრიდან ის ვიცი, რომ საჩხერის ერთ ნასოფლარში ხუთსულიანი ოჯახი შიმშილობდა და არაფერი გაუკეთებია ოჯახის სოციალიზაციისთვის. ამაზე მივიღე პასუხი, რომ სწორედ ,,წითელმა ჯვარმაგააპიარა ციცქიშვილების საკითხი და ამ პიარმა უშველა იმ ოჯახს, რომელიც ჩემი მეგობრების საშუალებით დავასახლე ისეთ ადგილას, საიდანაც სამას მეტრში საჯარო სკოლაა და ას მეტრში ადმინისტრაციული შენობა (ეს იმიტომ გამოვკვეთე, რომ ბავშვებს ჭამის და ჩაცმის გარდა, განათლებაც სჭირდებოდა სრული სოციალიზაციისათვის) და ამაზე გავამახვილე ყურადღება.

 

უცებ ცის ქუხილზე მეტად ძლიერმა ხმამ გამომაფხიზლა: სოციალიზაციას ნუ მასწავლი, თავად სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ვარო. უკვე ვეღარ მივხვდი, სოციალურ მუშაკს ვესაუბრებოდი თუ წითელჯვრელს! შესაძლოა, ქალბატონ ქეთინოს სურდა, რომ ამ ორი სამსახურის ერთმანეთის სინთეზით ეფექტი მოეხდინა, მაგრამ თავად ოთხ თანამდებობაზე მომსახურეს ეს რატომ უნდა გამკვირვებოდა?!

 

 შემდეგ მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. საჩხერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მადლობის სათქმელად უნდა მივსულიყავი, რადგან საკრებულომ 25 ათას ლარამდე გაზარდა საჩხერის შშმ ბავშვთა ცენტრის დაფინანსება და ამას კიდევ გამგებელმა დაუმატა ყოველთვიურად 500 ლარი ტრანსპორტირებისთვის (მადლობა იმის გამო უნდა მეთქვა, რომ ამ ცენტრის გამგეობის ცხრა წევრთაგან ერთი თავად ვარ და თუ ცუდს ვიხედები, ეგებ კარგებიც დავინახო-ხოლმე, წმინდა ადამიანური პოზიციით მეთქვა მადლობა საჩხერის გამგებლისათვის).

 

გამგებლის მოსაცდელში ჯერ გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი გამოჩნდა, მივესალმეთ ერთმანეთს და როცა უკვე გამგებელთან ვსაუბრობდი, კაბინეტში სოციალური სამსახურის სპექტრიც გამოჩნდა: უფროსიც, გაურკვევლობის გასარკვევად და ქალბატონი ქეთინოც, რომელიც ისევ ვერ გავიგე, რატომ საუბრობდა ორი სამსახურის სახელით. კვლავ განმეორდა ის ,,კაჩაობა“, რაც სასადილოში მოხდა. გამგებელმა საკმაოდ გამოკვეთილად უსაყვედურა ქალბატონ ქეთინოს, თუ რატომ შედიოდა მუნიციპალური დაქვემდებარების სასადილოში წითელი ჯვრის წარმომადგენლის სახელით მონიტორინგზე. ავაჰმე, უცებ კიდევ ერთი მოულოდნელობა: თურმე ნანა გაფრინდაშვილმა ჩემი თავი დაახვედრა მონიტორს (რომელი ავტორიტეტი მე ვარ, რომ სახელმწიფო მონიტორიგი შევაჩერო?) და უცებ გამახსენდა ის ხუთლიტრიანი ქვაბი მაკარონით... ნუთუ მაშინ არ კეთდებოდა მონიტორინგი? თუ კეთდებოდა, ოღონდ ორივე მხარისთვის სასარგებლოდ, ბენეფიციარების ხარჯზე?! სრულიად არაჟურნალისტური აღჭურვილობით, კამერისა და დიქტოფონის გარეშე წავედი ისევ უმწეოთა სასადილოში, სადაც ორი ბენეფიციარი დამხვდა, რომლებსაც გავესაუბრე. ჩაწერა მობილური ტელეფონითა და ტრადიციული ხერხით_პასტითა და ფურცლით დავიწყე (ეს ბოლო ორი ადგილზე ვითხოვე).

 

პირველი რესპოდენტი ქალბატონი ნუნუ გახლდათ, მის ნათქვამს აქვე გთავაზობთ: ,,ვცხოვრობ საჩხერეში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ჩიხში, ვაგონში. ამ ვაგონის ნომერი ხან 25/ არის, ხანაც 27.

 

31 წლის შვილი მყავს, მეორე ჯგუფის ინვალიდი და ორივე ამ სასადილოს ბენეფიციარები ვართ. შვილს ეუხერხულება აქ მოსვლა და შინ მიმაქვს ხოლმე საკვები. მძიმე ცხოვრებით მიწევს ცხოვრება, ქვრივი ვარ, ერთი შვილი დამეღუპა ადრე და მონასტერსაც შევაფარე თავი, თუმცა 4 წლის წინ მონასტრიდან დავბრუნდი და აქ დავიწყე სიარული. ჩემთვის არცერთი ხელისუფლების დროს არ გამოუჩენიათ ყურადღება გამორჩეულად, წლიურად მაქსიმუმ 100 ლარით მეხმარებიან, 2012 წლის არჩევნებამდე ნაციონალები 250 ლარს დამპირდნენ, მაგრამ ჩემი გაჭირვების გამო ,,ოცნებისოფისში შემამჩნიეს ალბათ და ისევ 100 ლარი მომცეს მაშინაც.

 

აქ თურმე ყოველდღიურად მეკუთვნოდა ულუფა, მაგრამ შაბათ-კვირას არ მოვდიოდი, რადგან პარასკევსაც კი მაყვედრიდნენ, რომ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე იმდენი პური მიმქონდა, რომ თითქოს პარასკევს თავისი ფულით ყიდულობდნენ ჩემთვის პურს. გუფთას ისეთს ამზადებდნენ, რომ ბრინჯი მოუხარშავი იყო ხორცში, სუპები_წყალწყალა და გადასაქცევი, მაკარონი_თითქმის შეუკაზმავი. მე ჩემმა გაჭირვებამ მაიძულა, რომ აქ მოვსულიყავი, თორემ ისეთი ცხოვრებით მიცხოვრია, ბევრი რომ ვერ დაიტრაბახებს...

 

შარშან დეკემბრის ბოლო დღეებში სულ არ გაამზადეს საკვები აქ, სხვამ მოიგო ტენდერი და იმან გაჭამოთო. მეგონა, რომ უარესები მოვიდოდნენ, შიშით მოვედი სასადილოში ნაახალწლევს და სხვა ბენეფიციარები მოშორებით ,,ბუტკაშიიყვნენ სიტუაციის გარკვევამდე შეფარებულები.

 

რომ შემოვედი აქ, ვიღაც ლამაზი ქალი შემომეგება, მომიკითხა, მომეფერა და გავოცდი. მომიკითხა და მომისმინა. პარასკევი დღე იყო და საშინლად მწყდებოდა გული, რომ ამ ქალბატონს ორშაბათამდე ვეღარ ვნახავდი. ეს ვუთხარი კიდეც. მან მითხრა, ხვალ და ზეგ რატომ არ მოხვალთო. მე ვუპასუხე, რომ ორშაბათამდე აღარ მეკუთვნის მოსვლა-მეთქი და გამიკვირდა, თურმე 4 წელი არ ვიცოდი, შაბათ-კვირასაც რომ მეკუთვნოდა ულუფები.

 

ეს ამბავი რომ მოვუყევი ,,ბუტკაშიშემალულ ბენეფიციარებს, გაუკვირდათ! ხარისხიანი საკვები ახლა გვაქვს, ოღონდ გუფთაში ჩემთვის ოდნავ ზედმეტი მარილი იყო ამას წინათ და ჩემი ჯანმრთელობის პატრონს ესეც წყენს, ვუთხარი და გაითვალისწინეს. ერთხელ ჩემი ვაჟი წამოვიდა საკვების ამოსატანად და მიცემული პური უკან დააყრევინეს, არ გეკუთვნითო... ზოგჯერ აქ ხალხს საკვები არ ხვდებოდა, იმიზეზებდნენ, დენი, გაზი ან წყალი არ გვაქვსო...ახლა ეს არ ხდება!“

 

ვიდრე ამას მიყვებოდა ქალბატონი ნუნუ, ახალგაზრდა ქალმა შემოიხედა სასადილოში, თურმე მცირეწლოვანი შვილები ჰყოლია და მან თქვა, რომ შარშან ერთმა აქ მომსახურე ქალმა ბოთლი მესროლა და მერე მგონი ბოთლის ნამტვრევი ხელში ჩამარტყა, კიდევ მეტყობა ამ თითზეო! მე ვერ გავბედე ,,შრამისშემოწმება, არადა, თვალწინ ასეთი ტყუილის თქმას ვერ გაბედავდა ადამიანი!

 

თურმე ამ სასადილოს მუშაობას საჩხერის გამგეობის სოციალური სამსახური მონიტორინგს უკეთებდა ადრეც და ახლაც... ადრე არ ჩანდა ხარვეზები და ახლა კი რას უმზადებენ ჭიათურელ ადამიანს, რომელმაც ,,გაბედადა საჩხერის უმწეო ადამიანების კვების ტენდერი მოიგო? (ვინმე აბრამიშვილს სახალხოდ მოუწყვია ,,მიტინგისასადილოშივე, ნასვამი იყო და მელოტიო, დაახასიათეს ამ ორი სიტყვით საჩხერელი ჩე გევარა).

 

 ტენდერში გამარჯვებული სულ არ დარდობს, რომ აკონტროლებენ, ოღონდ იმაზე კი წყდება გული, რომ სასადილოში არც სისუფავე დახვედრია, არც ელექტროობა, არც წესიერი ჭურჭელი და სხვა საშუალებები. ,,მე ტენდერი კვების მოვიგე და არა სასადილოს რემონტის, ბენეფიციარობის მსურველთა რიცხვი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად და ბევრისთვის უჩვეულოდ ვმუშაობთ, განაცხადიც შევიტანე თანხის გაზრდაზე, რადგან მალე ორმოცდაათამდე გაიზრდება კვების მსურველთა რიცხვი, მრცხვენია, რომ ფანჯარაზე მუყაო გვაქვს აფარებული და უდენობის გამო სანთლის შუქზე ვაჭმევთ უმწეოებს. ვითომ ეს რომანტიკაა?! კარებს თუნდაც იმის გამო ვერ ვაღებთ, რომ სიცივეა. ალბათ მალე მრიცხველებიც, გაზიც და ელექტროობაც გვექნება. მე ამ მოხუცებს აუცილებლად ვაგრძნობინებ, რომ ზედმეტი ადამიანები არ არიან და აქ მოსვლას არ შევაძულებ“,_ ამბობს ნანა გაფრინდაშვილ, რომელსაც ადრინდელი თანამშრომლები გაუშვია და ორი ახალი მიუღია, რომლებსაც უკვე აქვთ გონებაში ,,შეფისსიტყვები: ბენეფიციარი ყოველთვის მართალია!

 

 ეს ყველაფერი კარგი თუ ცუდია, მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ მე რა ბრალში ვარ?!

 რადგან ახლა სომხური ,,მოდაშია“, დუმბაძის ლექსიკას დავესესხები და ვიკითხავ: ასტვაწ, ინჩუ ჰამარ?! რატომ უნდა მაცვან ჯვარს, თუნდაც ის წითელი იყოს, ან თუნდაც სოციალური?!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია