დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედება
გაზეთ P.S.- ის საახალწლო აქცია: „ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს!“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/12/09 12:24:00

გახდი ქველმოქმედი, შემოუერთდი აქციას, აჩუქე ერთი ლამაზი ახალი წელი

მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსშეუძინე მათ სათამაშოები, წიგნები თუ ტკბილეული!

 

გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ გთავაზობთ პარტნიორობას საახალწლო სოციალურ პროექტში: „ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს!“

 

პროექტი ითვალისწინებს  საქველმოქმედო შემოწირულობებით წინასაახალწლოდ წიგნების, სათამაშოებისა და ტკბილეულის  შეძენას რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლების, დღის ცენტრებისა  და იმ სასწავლო დაწესებულებებისათვის, სადაც უმეტესად დევნილი, სოციალურად დაუცველი, შშმ და მზრუნველობამოკლებული პატარები სწავლობენ.

 

შემოწირულობების რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ბავშვის გახარებას შევძლებთ საახალწლოდ. ამიტომ, გთხოვთ, იაქტიურეთ, თქვენი შესაძლებლობების მიხედვით ჩაერთეთ ამ აქციაში, რათა შევძლოთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბავშვები გავახაროთ საახალწლო საჩუქრებით.

 

ქველმოქმედ ადამიანებსა თუ კომპანიებს მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ სარეკლამო საინფორმაციო მხარდაჭერას სთავაზობს.

 

თუ  თქვენი კომპანია ჩაერთვება ამ საქველმოქმედო აქციაში,  მედიასახლი  P.S. („პოსტსკრიპტუმი“)  ერთი თვის  მანძილზე უფასოდ გამოგიყოფთ თქვენი საქველმოქმედო შემოწირულობის ტოლფას სარეკლამო ფართს გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ინტერნეტპორტალზე www.psnews.ge, სადაც შესაძლებელი იქნება თქვენთვის სასურველი  ნებისმიერი რეკლამის, განცხადების, მილოცვისა თუ სტატიის გამოქვეყნება;

 

გთხოვთ, ქველმოქმედებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაგვირიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

„თიბისი“ ბანკის ქუთაისის ფილიალი;

ბანკის კოდი: 220101888

ანგარიშის#  GE05TB0300000040467281

მიმღები: შპს P.S. (“პოსტსკრიპტუმი“)

ს/კ 212822775

 

 პატივისცემით,

ნატო გუბელაძე

გაზეთ „პოსტსკრიპტუმისა“ და 

ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge–ს მთავარი რედაქტორი

 

599 107794;  577 247711 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია