დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძვანელმა კახა გვანცელაძემ საკრებულოს სამთვიანი ანგარიში წარუდგინა
2018/03/16 00:38:02

თბილისის საკრებულოშო განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატეტბმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძვანელის კახაბერ გვანცელაძის სამი თვის ანგარიში განიხილეს, რომელიც სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ წარმოადგინა.


სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა სააგენტოს მიერ ამ პერიოდში გაწეულ სამუშაოებზე და განხორციელებურ პროექტებზე. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებაზე, ახალ სერვისებსა და პროექტებზე, რომელიც დანერგვასა და განხორციელებას სააგენტო ახლო მომავალში გეგმავს.

 

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განაცხადებით, კომისია აგრძელებს სხდომის ფორმატში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვას. მისი თქმით, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის’’ რეფორმის განხორციელების პროცესში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია აქტიურადაა ჩართული.

 

,,თბილიში 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო წელს ეტაპობრივად გაიხსნება. ახალი ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. ახალი ბაღების გარდა, 26-მდე საბავშვო ბაღის გამაგრება-აღდგენა იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მოხსნის ჯგუფების გადატვირთულობას პრობლემას და გააუმჯობესებს ბაღების ხელმისაწყვდომობას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ სფეროში კვლავ რჩება ინკლუზიური მიმართულებით მუშაობა და სწავლების ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა’’. განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

ანგარიში კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვები, ძირითადად თავიან სამაჟორიტარო რაიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1290
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია