დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაჭაში, სახელოსნო „ედენა“-ს დამფუძნებელმა ეთნომაღაზია გახსნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/08/06 19:13:29

რაჭაში, სახელოსნო „ედენა“-ს დამფუძნებელმა ეთნომაღაზია გახსნა. როგორც ლილიანა მაისურაძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სახელოსნო „ედენა“ და ეთნომაღაზია გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში , მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. კოვიდ პანდემიამ ყველა მცირე ბიზნესის მსგავსად რაჭული სოციალური საწარმოს გეგმებიც შეცვალა,  თუმცა ლილიანა მაისურაძე ამბობს, რომ  დასახული მიზნის მიღწევა მაინც შეძლო.


„საკმაოდ დიდი  გრანტი მოვიგეთ, რის ფარგლებშიც დაგვიფინანსეს სახელოსნოს მოწყობა. ასევე, ტურისტული მაღაზიის გახსნაც. სახელოსნო   თითქმის სამი თვეა მუშაობს და 80-მდე ბენეფიციარია ჩართული ჩვენს პროექტში.  ხოლო ეთნომაღაზია კი დღეს გავხსენით და ტურისტულ სეზონის გააქტიურებასთან ერთად კარგი მოლოდინი გვაქვს, ონლაინ გაყიდვებსაც ვგეგმავთ.

 

პანდემიის გამო ბენეფიციარებისათვის  დაგეგმილი ტრენინგები რამდენიმე თვით  გადაგვედო. სამაგიეროდ, გახსნის შემდეგ გაორმაგებული ძალით დავიწყეთ მასალასთან მუშაობა. რაც მთავარია, პანდემიის პერიოდში  მშენებლობა არ გაგვიჩერებია. მაღაზიის მშენებლობა დავასრულეთ და  სახელონოც გავარემონტეთ.“

 

შეგახსენებთ, მრავალპროფილური რაჭული სუვენირების სახელოსნო „ედენა“და ეთნოტურისტული მაღაზია მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. სამი თვის წინ დაარსებულ სახელოსნოში „ედენა“, 80 ბენეფიციარი გადამზადების კურსს გადის, 20-მდე ქალი კი საწარმოში    მუშაობს.  პროექტის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა  პერიოდულად იგეგმება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია