საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის უძველესი ქალაქი
„ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია“ – ასეთია ქუთაისის, როგორც ბრენდის, ახალი პოზიციონირება (WIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/10 17:24:37
DMO Imereti -ის დაკვეთით "მილენიალ ჰაბმა" ახლახანს დაასრულა მუშაობა ქუთაისის ახალ ბრენდინგზე. შეიქმნა ქუთაისის ახალი  ბრენდ პლატფორმა, სლოგანი და ვიზუალური იდენტობა. 

 

სააგენტოს დამფუძნებლები ვასკა ჩუბინიძე და გიორგი ტაბატაძე, ასევე – პროექტის არტ-დირექტორი და მხატვარი მანანა არაბული ბრენდის შექმნის ისტორიაზე, მის ღირებულებაზე, პოზიციონირებასა და ვიზუალურ მახასიათებლებზე საუბრობენ marketer.ge-ზე.

 

მათი თქმით: "ქუთაისი - ეს არის იმერეთის რეგიონში, ასე ვთქვათ, ცენტრალური ქალაქი, რომელიც წამოვწიეთ წინ, რომ თავისი პოტენციალით უკვე რეგიონის სხვა მიმართულებებზეც მიიზიდოს ტურისტები. ქუთაისი ევროპის 10 უძველეს ქალაქში შედის, მასთან არის დაკავშირებული არგონავტები, მედეა, არის პირველი დედაქალაქი, აქედან იყო ჩვენი ქვეყნის მუსიკალური, ლიტერატურული თუ კულტურის სხვა სფეროს ძალიან ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი – გალაკტიონი, „ცისფერყანწელები“, რეზო გაბრიაძე და უამრავი. შემდეგ 1990-იანებში, სათავეს იღებს  ჰიპ-ჰოპი, როკი, ელექტრონული მუსიკა. სწორედ ეს შესაძლებლობებია ხაზგასმული ქუთაისის ბრენდინგში. ამაზე ავაგეთ ბრენდის პოზიციონირება. ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია."

 

 

ბრენდის ვიზუალურ ნაწილზე მანანა არაბულმა და მერაბ გეწაძემ იმუშავეს, თუმცა გუნდის საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ ლოგოს ფერები და ტიპოგრაფია სადა, შავ-თეთრი ყოფილიყო.

ანუ,  ქუთაისის ახალი ბრენდის შემქმნელების განმარტებით: "ქუთაისის ვიზუალური ბრენდინგი აგებულია კულტურაზე, მწერლობასა და ისტორიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, შავი არის სიტყვის ფერი. ისტორია კი იწერება შავით თეთრზე. ყვითელი უკავშირდება გვირილას [„გვირილობა“ 1910-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. ყოველ წელს, 2 მაისს, ტუბერკულოზით დაავადებული პირების დასახმარებლად, გიმნაზიის მოსწავლე გოგონები ყიდდნენ გვირილებს. ეს საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა – თეთრი ყვავილი – მისი საერთაშორისო სიმბოლო. შემდეგ ეს ტრადიცია დაიკარგა და მოგვიანებით, როგორც ქალაქის დღესასწაული, „ქუთაისობის“, იგივე „ორმაისობის“ სახელით აღდგა] და ქუთაისს, როგორც მზიან და ოქროს საწმისთან დაკავშირებულ ქალაქს. ვიზუალში გვირილა არის ერთგვარი სქოლიო, იმ ჩამონათვალისთვის, რისი ქალაქიც ქუთაისია." 

 

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ  https://www.marketer.ge/kutaisi-branding/?fbclid=IwAR3eZaPYOhzMFIEVJ1zcbpAvvXMkT7opJb7clkQ61HxSI2SHEEnaFuQpHQQ

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია