დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნანული ცხვედიანის ბლოგი
ჩუნეშელი მოხუცის სევდა:"ვერ ცენ მაგენმა ნიკოს პატივი"...
2014/11/11 15:25:01

ოტია იოსელიანის აგაბო ხომ გახსოვთ? აი, დაახლოებით ისეთი წყალტუბოელი ბაბუაკაცი გავიცანი გუშინ. თავის მიწასა და ადგილ-გარემოზე შეყვარებული ეს ადამიანი სოფელ ჩუნეშიდან ყოფილა.


- ნიკო ლორთქიფანიძის სოფელი! - წამოვიძახე აღტაცებით...


- კი, ნიკოს სოფელია, მარა ვერ ცენ მაგენმა ნიკოს პატივი. - მითხრა სინანულით ჩუნეშელმა კაცმა.


- ვის გულისხმობთ, ბატონო?


- ვის და - ვისაც გზები უნდა გეეკეთებია ჩვენ სოფელში. მაღაზიამდე ქე მოიყვანენ მოხრეშილი გზა,მარა იმის მერე შეჩერდენ. მე ვთქვი, რაფერ შეიძლება,კაცო, მუზეუმამდე არ გეიყვანონ წესიერი გზა, ათასი მნახველი ყავს ნიკო ლორთქიფანიძის სახლს-თქვა, შვილი მაჩუმებს: გაჩერდი,მამა, ხმამაღლა ნუ ლაპარიკობო.


აპა, არ უნდა ამევიღო ხმა? ჯერ ერთი, იმ მაღაზიამდე ასვალტი იყო გათვალისწინებული, მარა, რავარც ამბობენ, შეჭამენ ასვალტის ფული და ხრეში მოაყარენ. ახლა ასე ამბობენ, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმამდე გზის გაკეთება გაისისთვის გადავდევით, გაისათ გამეიყოფა მაგიზა ფულიო!.გაისათ, რა ვიცი კიდო, ან გაკეთდება, ან- არა! ესაა საქმე? ამხელა მწერალს რო არ დააფასებს რაიონი, რაფერ შეიძლება? - თავი სინანულით გადააქნია ჩუნეშელმა ბაბუამ.


ის დღე მახსენდება, ჩემი ახალგაზრდა კოლეგები რომ წავიყვანე საექსკურსიოდ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, ვიარეთ, ვიარეთ ოღრო-ჩოღრო გზებით, ხან ახალთახალი სამარშრუტო ტაქსის კარი მივახეხეთ რაღაცას, ხან ორღობის ტალახში ვიბუქსავეთ. ბოლოს კი, ხანგრძლივი წვალების შემდეგ, თავი არაჩვეულებრივ, ეგზოტიკურ გარემოში ამოვყავით.


დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი არა მარტო წყალტუბოს რაიონის, იმერეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტია და მისდამი ჩვენმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს!

 

ნანული ცხვედიანი

/ფეიბუქის გვერდი/

 

ამ პრობლემაზე psnews.ge-საც არაერთხელ დაუწერია, 2013 წელშიც გამოქვეყნდა ჩვენს ინტერნეტპორტალზე საკმაოდ ვრცელი სტატია ( http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=12055 ), თუმცა ხელისუფლებისთვის ეს ყველაფერი კვლავ  რჩება `ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია