დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სადეზინფექციო აფიორის ავტორი 22 წლის ნოდარ ნარიმანიძეა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/07 14:18:45

საჯარო რეესტრის ამონაწერით შპს "ბრიგადა" (რომელიც სადარბაზოებში განხორცილებული სადეზინფექციო სამუშაოებისთვის ოჯახიდან თითო ლარს კრებდა)  1992 წელს დაბადებული ნოდარ ივანეს-ძე ნარიმანიძის სახელზეა რეგისტრირებული. ამავე მონაცემებით, ნარიმანიძე თბილისში, თემქის დასახლებაში ცხოვრობს. აღნიშნული შპს "ბრიგადა" კი ასპინძაში (იდუმალა) 300 არაგველის პირველ ჩიხი #5-შია რეგისტრირებული.


აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა ქუთაისა და თბილისში მოსახლეობისგან ვითომდა სადარბაზოებში  ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოებისთვის ლარს და ლარნახევარს კრებს.


შპს "ბრიგადა"-სთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი. თამაზ დეისაძის განცხადებით, მერიის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა ხელზე არ იკრიბება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული აფიორის წინააღმდეგ უკვე დაიწყო პროცესი, რაც მოსახლეობის გაფრთხილებას გულისხმობს. მისივე თქმით, ამ დრომდე არცერთ მოსახლეს მათთვის არ მიუმართავს.


როგორც მერიის დასუფთავების სამსახურში აღნიშნეს, ქალაქის მასშტაბით ნაგვის ურნების დეზინფექციას 34 000 ლარიან ტენდერში გამარჯვებული ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური აწარმოებს.


სადეზინფექციო აფიორით მოსახლეობის მოტყუებას ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის ბრალეულობად მიიჩნევს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიამ განაცხადა, მერიის შესაბამისმა სამსახურმა დღესვე უნდა დაადგინოს იკრიბება თუ არა ეს თანხა სწორად, რადგან  მათი მოვალეობაა დაიცვას მოსახლეობა მსგავსი თაღლითებისგან. ამოღებული თანხა კი შეძლებისდაგვარად დაუბრუნდეს მოსახლეობას.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვი არავის მიუმართავს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია