22 წლის მირზა ბუჩუაძის საქმეზე დაკავებულ პოლიცილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მირზა ბუჩუაძის საქმეზე დკავებული პილიციელის ადვოკატების მოთხოვნა, წინაწარი პატიმრობის ნაცვალად გირაოს შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დაკავებულ პოლიციელს, ლაშა ჯიხვაშვილს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დარბაზში თავად დაკავებულიც იმყოფებოდა. მცირე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან დარბაზი დატოვა. „ვწუხვარ იმაზე, რაც მოხდა, თუმცა ჩემი მხრიდან განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.“
პროცესის შემდეგ იგივე განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა გიორგი თათარაშვილმა: „სასამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. მოხდა სამწუხარო ფაქტი, თუმცა არ ვეთანხმებით იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ასამართლებენ, მისი მხრიდან განზრახ მკველელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.“
სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ გარდაცვლილის მშობლები და ოჯახის წევრები, ისინი პოლიციელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.