დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2014/07/10 12:58:12

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოცდებში მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით შექმნილია ე.წ. დუბლიკატი გვერდი.

 

“გამოცდების მიმდინარეობისას, მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია (მაგ: შეიქმნა ე.წ. დუბლიკატი გვერდი). ვითარების გარკვევისა და გამოსწორებისათვის ცენტრმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას. გთხოვთ, გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ისარგებლოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge ან facebook-ის გვერდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: http://www.newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია