დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 11 დღის წინ გაუჩინარებულ გოგონას ეძებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/11 12:19:43

14 წლის ქუთაისელი მარიამ გეგუჩაძე 30 ივნისს დაიკარგა. ოჯახი მის კვალს, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. როგორც დაკარგულის დედა სოფო ადეიშვილი აღნიშნავს 30 ივნისს მარიამ გეგუჩაძე ურეკის ბანაკში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, საიდანაც დაიკარგა.


სოფო ადეიშვილის თქმით,  მარიამ გეგუჩაძესთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც გოგონა ბანაკიდან წავიდა. ადეიშვილის განცხადებით, მისი შვილი მსგავსი პრობლემით ადრეც წასულა სახლიდან, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი დღით მოხდა და ოჯახთან კონტაქტზე გამოვიდა.


„უბრალოდ ვუსაყვედურე, მეტი არაფერი, ეს არ იქნებოდა მიზეზი იმისა, რომ 11 დღე დაკარგულიყო. ჩვენ მისი odnoklassnik-ში გავეცანით კომენტარებს, ვიღაც გიორგის წერდა, ამ გიორგის მეგობრებს ვთხოვეთ მოეცა მისი კორდინატები, მაგრამ მეგობარი, რომელიც მეგის სახელით არის რეგისტრირებული ინფორმაციას არ გვაძლევს და გვეუბნება, რომ თავი დავანებოთ და შარში არ გავხვიოთ. ჩემი შვილი odnoklassnik-ის საკუთარ გვერდზე 4 ივლისს შევიდა, თუმცა არ შერგვხმიანებია. ვიცით, რომ კვალი ბათუმში იკარგება, სადაც ბოლოს ჩემს ნათლულს ანა თურმანიძეს შეხვდა.“-განაცხადა სოფო ადეიშვილმა.

მისივე თქმით, მან 1 ივლისს მიმართა ურეკის ადგილობრივ პოლიციას, თუმცა უშედეგოდ, როგორც საპატრულო პოლიციაში განუცხადეს, მსგავსი საქმე უშიშროებას ეხება. ოჯახი სოციალური ქსელის მეშვეობით ვინმე გიორგის კონტაქტზზე გასვლას მოითხოვს.

 

სოფო ადეიშვილი:„ მივმართეთ პოლიციას, მაგრამ გვითხრეს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაციის მოძიება უშიშროების საქმეა, უშიშროება კი პოლიციაში გვამისამართებს, ვეღარ გავიგეთ, 11 დღეა ბავშვი დაკარგულია და ძალოვანი სტრუქტურები არ ინტერესდებიან. . ამდენი ხელჩასაჭიდია და შეიძლება ამ დრომდე დაკარგულის კვალზე ვერ გასულიყვნენ? მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და დაწყონ ჩემი შვილის ძებნა“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია