საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისიდან ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართავენ (VIDEO)
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/23 15:14:57

 საინიციატივო ჯგუფის „ქუთაისის მომავლისათვის“ წევრებმა ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია გამართეს და ხელისუფლებას ახალი წინადადება შესთავაზეს. ისინი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაკდონალსდის მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ და აღნიშნულ ტერიტორიაზე ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აშენებას ითხოვენ.


 საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ცირა ყურაშვილის გაnცხადებით, ქუთაისის სავიზიტო ბართი მხოლოდ გელათი და ბაგრატი არაა. ქალაქის მთავარი ღირებულება  ის უნიკალური საგანძურია, რომელიც არასაკმარისი ფართის გამო, ამჟამინდელი მუზეუმის და ყოფილი ბანკის შენობის საცავებსა და სარდაფებში ინახება.


   „ ჩვენი ინფორმაციით 2007-2008 წლებში ბიძინა ივანიშვილი აპირებდა ამ ტერიტორიაზე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აშენებას.    კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთანაც შეთანხმებული იყო პროექტი, მაგრამ მისი განხორციელება შეფერხდა იმის გამო, რომ მაშინდელი ხელისუფლება ფულს ითხოვდა, ხოლო ივანიშვილს სურდა, თვითონ განეხორციელებინა პროექტი დამოუკიდებლად.

 

ახლა მივმართავთ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, დროა, რომ თქვენს პროექტს ხორცი შეესხას. თქვენი, როგორ მოქალაქის, სიტყვა გადამწყვეტია და გთხოვთ, მოაგვარეთ ეს საკითხი.“-განაცხადა მწერალმა ცირა ყურაშვილმა.


 საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუზეუმის მაკეტიც განათავსეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მომავალ  აქცია კი  თბილისის კანცელარიასთან დაანონსეს.

 

 

შეგახსენებთ, ქუთაისსი დავით აღმაშენებლის მოედანზე „მაკდონალსდის“ სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობისათვის შემოღობვითი სამუშაოები დაიწყო. შენობისათვის საჭირო მიწა 800 000 ლარად იყიდა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აქვე დაგეგმილი იყო  სასტუმროსა და ეკლესიის აშენება, მუზეუმის ყოფილი შენობა კი სავარაუდოდ გაიყიდება.

 

ლიკა დევდარიანი

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1367
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია