საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
80 წლის იუბილარ პედაგოგს ქუთაისის მერიაში უმასპინძლეს
2015/05/22 17:41:29

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დამსახურებულ პედადაგოგს, გულო ყიფიანს 80 წლის იუბილე მიულოცეს.

 

იუბილარს მერიის თეთრ დარბაზში ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

გულო ყოფიანი 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მხატვრული კითხვის პედაგოგად. ქუთაისის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე მხატვრული კითხვის მეთოდიკაში კითხულობდა ლექციებს, ხოლო მუსიკალურ ტექნიკუმში ასწავლიდა მეტყველების კულტურას. გულო ყიფიანს მინიჭებული აქვს წარჩინებული პედაგოგის წოდება და დაჯილდოებულია ოქროს მედლებითა და დიპლომებით. გულო ყიფიანს 2006 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია