საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს დაწყებითი განათლების G-PRIED პროექტი
2015/12/26 07:00:52

2015-2016 სასწავლო წლიდან G-PRIED _ში ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500 სკოლა, მათ შორის ერთ-ერთია სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლა, რომელიც 2015 წლის ივნისიდან შეუერთდა საქართველოს დაწყებითი განათლების G-PRIED პროექტს.


პროექტის მიზნები: განათლების სისტემის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს რეფორმას, რომლის მიზანია ბავშვებზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება და თითოეული მოსწავლის პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზება.


2015
წლის 21 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა G-PRIED_ის ფორმატში. სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე შეხვდა მოსწავლეთა მშობლებს, სადაც ისაუბრა პროექტის წარმატებულ განხორციელებასა და მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. თუ რა არის წიგნიერება, მათემატიკური აზროვნება და როგორ უნდა მოიძებნოს ამ საკითხების განვითარების ხელშეწყობის ხერხები და გზები. შეხვედრა წარიმართა ნაყოფიერად.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია