დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ღირს ჯონჯოლი?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/14 00:36:41

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გახშირდა .. ,,საზღვრის დამრღვევთადაკავების ფაქტები საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. რუსი მესაზღვრეები (ზოგიერთი მონაცემით, ქართული ენის მცოდნე ოსებიც) ჯონჯოლის საკრეფად სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გადასულ საჩხერლებს აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ. ძირითადად, საჩხერის სოფელ კორბოულიდან მოსახლეობა სეზონურად ცდილობს ჯონჯოლის შეგროვებით თანხის შეგროვებას.

 

ამჟამად სამწნილედ ვარგისი ამ მცენარის ყვავილის ფასი საკმაოდ დაბალია: ერთი კილოგრამი 3-4 ლარი, თუმცა მოსახლეობა მაინც ცდილობს, სეზონი არ გამოტოვოს და ყოველდღიურად 10-15 კილოგრამი ყვავილის შეგროვებას ახერხებენ.

 

,,თუ მარჯვედ დაკრეფ, დღეში 50 ლარის გამომუშავებაც შეიძლება, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ჯონჯოლით სარგებელი ბევრმა ვერ ნახა, რადგან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ 125 ლარით აჯარიმებენ

 

,,საზღვრისდამრღვევებსდა ცხინვალშიც თითქმის მშიერი უწევთ ყოფნა დროებით იზოლატორში. მართალია, იქ ქართველებს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებენ, მაგრამ ერთჯერადი კვების გამო, ფაქტობრივად, მშივრებს უწევთ ყოფნა“,_აცხადებენ საჩხერის მკვიდრები.

 

 ,,მომავალი წლისთვის მინდა, რომ საკარმიდამო ნაკვეთებში დავრგო ჯონჯოლი, რომ ტყეში არ მომიწიოს სიარულმა და მერე ცხინვალის ,,მონახულებამ“, მართალია, 2-3 წელი მოუნდება, რომ ბუჩქებმა ნაყოფი მოიტანოს, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია“, - თქვა ჩვენთან საუბარში ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც სახელ-გვარის გამჟღავნება არ ისურვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია