დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაიამ მერიის შენობაზე თავისი ბანერი გააკრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/15 09:28:17

"პატრიოტთა ალიანსი"- ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ქალაქის მერიის წინ თავისი ბანერი გააკრა. ამ მოქმედებით როგორც წულაია ამბობს "ქართული ოცნების" მიერ რიგ ადგილებში ბანერების კანონგარეშედ გაკვრა გააპროტესტა

"
გია თევდორაძის დაწერილი განკარგულების მერე, რომლის მიხედვითაც განათების ბოძებზე ბანერების გაკვრა აიკრძალა, ქალაქის მერია განკარგულებას წერტილ-მძიმით იწერს, თუმცა ამ საარჩევნოდ კანონი პირველმა "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია, რასაც რეაგირება არ მოყოლია,"- განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, განკარგულების დარღვევის შემთხვევაში მერია ყველა პარტიას თანაბრად აჯარიმებს

"
არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენ ვიცავთ კანონს და კანონის მიხედვით, თუ კი აღმოჩენიდან 5 დღის განმავლობაში ბანერი არ ჩამოიხსნება, კანონის დამრღვევი პარტია დაჯარიმდება,"- ამბობს ჭეიშვილი.

ცნობისთვის, წულაიამ მსგავსი სახით პროტესტი 2014 წელსაც გამოხატა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია