დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქციის შიში თუ კეთილი ნება? – გუმათში გაზიფიცირება იწყება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/13 14:52:43

მას შემდეგ, რაც გუმათის მოსახლეობა გაზიფიცირების მოთხოვნის გამო ქუთაისის მერიის წინ აქციის გამართვით დაემუქრა ადგილობრივ ხელისუფლებას, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა და „სოკარ გაზის“ იმერეთის დირექტორმა ადგილობრივები თავად მოინახულეს და გაზიფიცირების სამუშაოების დაწყების შესახებ აცნობეს.


მოსახლეობას დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და „სოკარ ჯორჯია გაზიიმერეთის დირექტორი დავით ჯაიანი ერთად შეხვდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია, მათ დასახლება ბუნებრივი აირის პრობლემაა.


„სოკარ ჯორჯია გაზისადმინისტრაცია მუშაობს გაზიფიცირების პროექტზე, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ გუმათის დასახლებაში სამუშაოები დაიწყება,“ – განაცხადა დავით ჯაიანმა.


ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა, ვიდრე აქციებით არ დაემუქრნენ, მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების დღევანდელი აქტიურობა მომავალ არჩევნებს დაუკავშირა. ისინი აღნიშნავენ, რომ მერიას საარჩევნოდ ხმაური არ აწყობს.


„აქამდე არავინ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით, როგორც კი აქციით დავემუქრეთ, ეგრევე დაიწყეს სამუშაო პროცესი. დღეს მერიის წინ ვაპირებდით ჩასვლას, მაგრამ ხელისუფლება თავად მოვიდა აქ და გვითხრეს: არ წახიდეთ და პრობლემას აუცილებლად მოგიგვარებთო. მათ ხმაური არ აწყობთ საარჩევნოდ, ჩვენ კი ჩვენი პრობლემის მოგვარება გვინდა და თუ პირობას შეასრულებენ, კარგი იქნება,“ – განაცხადა გუმათის ერთ-ერთმა მკვიდრმა.


წლის ბოლომდე გუმათში ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები დააახლოებით 650 აბონენტს მოეხსნება.


შეგახსენებთ, რომ გუმათელებმა აქცია გაზიფიცირების მოთხოვნით გუმათის დასახლებაში ერთი კვირის წინ გამართეს და ხელისუფლებას „შავი ორშაბათით“ დაემუქრნენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია