დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ემუქრებიან ქუთაისის მერიას „შავი ორშაბათით“?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/06 13:56:46

ქუთაისში გუმათის დასახლებაში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ უამრავ პრობლემათა შორის, უმთავრესი გაზიფიცირება და კანალიზაციის პრობლემა.


როგორც გუმათელებმა აღნიშნეს, მათი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხდა უბნის გაზიფიცირება, ასევე მათ არ აქვთ კანალიზაცია, როს გამოც ფეკალური მასები ქუჩაში იღვრება, მდგომარეობას კი ზაფხულის მოახლოება ართულებს.


გუმათელების პრობლემის გასაცნობად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუმათში იმყოფებოდნენ  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები. პარტიის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატის ლია გვენეტაძის განცხადებით, მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ სრული უნდობლობაა, რის გამოც საარჩევნო განწყობა კატასტროფულია, მისივე თქმით, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო დაპირებებს არ უნდა არიგებდეს, ის ამ დაპირების ასრულებით და პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაინტერესებული.


პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცახდებით, კი გუმათში არსებული პრობლემა მხოლოდ გუმათელების პრობლემა არ არის, ფეკალური მასები, რომელიც ქუჩაში რიონში იღვრება ჩაედინება, საიდანაც ქუთაისელები სასმელ წყალს იღებენ.


„ეს არის ხელისუფლების უყურადღებობა, რადგან ამ ამ საუკუნეში თავის მოსახლეობას ელემენტარული  გაზის, კანალიზაციის და წყლის პრობლემას, რომ ვერ მოუგვარებს ხალხს მმართველობაზე ამბიცია აღარ უნდა გქონდეს. ჩვენ მივმართეთ მერიას და სოკარგაზს, მაგრამ პასუხია რ მიგვიღია. ამიტომ ამ ხალხთან ერთად მოვუწოდებ მერიას გამოიბერტყოს ყურები და საკუთარ ხალხს მოვუსმინოს. თუ ეს პრობლემა ამ კვირაში არ მოგვარდება მერიას შავ ორშაბათს გავუთენებთ, გადავკეტავთ გზებს, აქციით შევაფერხებთ მერიის, პარლამენტის და ყველა სამთავრობო სტრუქტურის მუშაობას“-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია