დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „მწოლიარე პოლიციელს“ ითხოვენ
2015/06/09 13:08:57

ქალაქ ქუთაისის ჭავჭავაძის 19-ში (ყოფილი „ეროვნული ალიანსის“ შენობა)  მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ქუთაისის მერიას მათი შენობის წინ არსებულ გზაზე „მწოლიარე პოლიციელის“ დამონტაჟებას სთხოვენ. როგორც დევნილები აცხადებენ, მათ ორჯერ (10.09.2013 წ. - ბატონ დიმიტრი კოპალიანს და 25.02.2014 წ. - შოთა მურღულიას) მიმართეს წერილობით ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ.

 

აფხაზეთიდან დევნილების წერილობით პასუხს ქალაქ ქუთაისის მერია 1 წლის შემდეგ გამოეხმაურა (02.06.2015) , სადაც მითითებულია რომ დევნილთა თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, რადგან 2015 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ბარიერების მოწყობა.

 

„საავტომობილო გზა საფრთხეს გვიქმნის აქ მცხოვრებლებს. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილები ავარიულ სიტუაციას ქმნიან ჩვენს ეზოსთან. ორჯერ მივმართეთ ქუთაისის მერიას, დავეცავით სავალალო შედეგებისგან, მოექციათ დროული ყურადღება,  გზაზე დაეგოთ შემაფერხებელი გადასასვლელი, ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“, მაგრამ არავინ იყო ყურად ჩვენი თხოვნა.“ – აცხადებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ნელი კენჯია.

 

 

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია