დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავა
ქუთაისელი მოვაჭრეები: "თუ გარევაჭრობა არ აიკრძალება, მალე ჩვენც პარლამენტთან გადავინაცვლებთ"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/06 16:41:37

 ქუთაისში არსებული გარევაჭრობის პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის მიზეზი გახდა.

შეხვედრაზე ქალაქში არსებული გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებაზე მსჯელობდნენ. სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებში მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ. მათი განცხადებით თუ პრობლემა არ მოგვარდა მცირე და საშუალო ბიზნესს გაკოტრება ემუქრება.

"თუკი ხელისუფლებამ გარევაჭრობა არ აკრძალა და ეს პრობლემა არ მოაწესრიგა, ჩვენც მალე შევუერთდებით იმ მრავალრიცხოვან არმიას, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობენ. ჩვენც ბანკის ვალები გვაქვს. გაგვაგებინოს ვინმემ თუ კანონით გარევაჭრობა აკრძალულია, რატომ ვერ ხერხდება ამ კანონის დაცვა. ჩვენ რა შეგვიძლია, რომ ავუკრძალეთ ქუჩაში ვაჭრობა ქვები დაგვიშინეს და გაგვლანძღავეს"-აღნიშნა შეხვედრაძე მყოფმა სავაჭრო ცენტრ "grandmol"-ის მმართველმა ნატო დანელიამ.

ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის განცხადებით გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება შსს პრეროგატივაა და ადგილობრივი თვითმართველობა გადამწყვეტ ზომებს ვერ მიმართავს, თუმცა მისივე თქმით, მერიის მიერ დაფუძნებულია ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც დღეში სამჯერ ატარებს შემოწმებას, მაგრამ იმის გამო, რომ სამსახურის წარმომადგენლებს პროდუქციის ჩამორთმევის უფლება არ აქვთ, პრობლემა მხოლოდ გაფრთხილებით და შენიშვნით ვერ გვარდება.

გარემოვაჭრეების თქმით მიუხედავად უფლების არ ქონისა ზედამხედველობის სამსახურის მიერ პრდუქციის წართმევა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები არაერთხელ ყოფილა.

"ჩვენ გაჭირვებამ გამოგვიყვანა ქუჩაში, თორემ აქ ყოფნა კი არ გვიხარია, ბაზრის დირექციამ დაგვიკლოს გადასახადები, შევალთ ბაზარში და იქ ვიმუშავებთ, ჩამორთმევის უფლება არ აქვთ, მაგრამ წიხლებით, რომ გვიყრიდნენ პროდუქციას ქუჩაში  და კანონს არღვევდნენ, მაშინ დამნაშავეეებად მხოლოდ ჩვენ რატომ გამოვყავდით?"-აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარების პირობა პირველსავე სამუშაო დღეს დადო ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა დიმიტრი კოპალინმა თუმცა ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, ქალაქში გარევაჭრობის ახალი კერები ჩნდება.  

დღეს გამართულ შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძეც უნდა დასწრებოდა, მაგრამ პარლამენტში ჩანიშნული მოხსენების გამო სანიკიძე ადგილობრივ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვერდას არ დაესწრო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია