ამ წუთებში ქუთაისის მერიაში ვიცე–პრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრი და ქალაქის მერი ქუთაისის ენერგო ქსელის ოპტიმიზაციასა და ენერგიის ეფექტურად გამოყენებაზე ისაუბრებენ. კერძოდ, საუბარი შეეხება ალტერნატიული ენერგიის (მზისა და ქარის) გამოყენებას, ზამთარში ძაბვის პრობლემებს, ქვესადგურების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარე განათების დაზოგვის მიზნით 10 000 თანამდეროვე ეკონომ ნათურის დამონტაჟებას.