დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეროს მუშები სასმელ წყალს ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/26 12:58:04

იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დაჟინებული მოთხოვნით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, განმეორებით 21 მაისს შემოყვანილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რათა კვლავ შეემოწმებინათ სასმელი წყლის ვარგისიანობა, აღნიშნული პრობლება უკვე ექვსი თვეა, რაც არსებოს ზემოთ აღნიშნულ საწარმოში, ექსპერტიზაზე წარდგენილი წყლის ნიმუში, გამოკვლეული მიკრობიოლოგიური პარამეტრების მიხედვით, არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის N58 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, წინამბდებარე დასკვნასთან შედარებით, მეტად სახიფათოა, რადგან მომატებულია ყველა ის მაჩვენებელი, რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აგრეთვე აღმოჩენილია ნაწლავური ჩხირები.


ყოველივე ამის გამო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის N4 საამქროს თანამშრომლებმა 25 ივნისს, დილის 8 საათზე, უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე ალტერნატიული წყლის მოთხოვნი, მუშაობა განახლდა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია, კერძოდ, საამქროს უფროსი დაჰპირდა მშრომელებს, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან აღნიშნული ალტერნატიული სასმელი წყლით, პირობის დარღვევის შემთხვევაში მუშები კვლავ გამართავენ საპროტესტო აქციას.

 

იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ჩართულობით საწარმოში მიმდინარეობს სხვადასხვა ლაბორეტორიების მიერ სინჯების აღება სასმელ წყალზე, რის შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია