დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო – ოკუპაციის წინააღმდეგ
თინა ხიდაშელი:" ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს, ყირიმი აუცილებლად დაბრუნდება, დნესტრისპირეთიც, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/10 09:26:03

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინათინ ხიდაშელის გამოსვლა სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ძალიან ემოციური იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის 9 აპრილს დაემთხვა. გთავაზობთ თინა ხიდაშელის განცხადებას:


„ დღეს, 25 წლის წინ ჩემს ქალაქში რუსეთის ჯარი შემოვიდა, მშვიდობიანი დემონსტრაციის დასარბევად. შედეგად 20 დაღუპული, ასობით დაჭრილი და ათასობით მოწამლული ადამიანი მივიღეთ. იმ ტრაგიკულ ღამეს მაინც გვიხაროდა, გვიხაროდა რომ იმპერიის დასასრული გამოჩნდა და გვჯეროდა რომ მთელი მსოფლიო იბრძოლებდა მშვიდობისათვის და არ დაუშვებდა იმპერიალიზმს. სამწუხაროდ ისე იგრძნობა, რომ 25 წლის შემდეგაც ისევ იქ ვართ. იმედებით სავსე. რუსეთი კი წლიდან წლამდე საკუთარ ჯარებს კვლავაც აგზავნის მორიგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ოკუპაციისათვის.

 

ჩვენ, დანარჩენი მსოფლიო ამას თითქოს ვერაფს ვუპირისპირებთ. ჩემო მეგობრებო, შევახსენებ იმათ, ვინც მე-20 საუკუნეში დარჩა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, როგორ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს თქვენთვის. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავად აკეთებენ არჩევანს და რუსეთი ამ არჩევანის ნაწილი არ არის. ასეთია ფაქტები და ისინი არ შეიცვლება.

 

ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს, ყირიმი აუცილებლად დაბრუნდება, დნესტრისპირეთიც, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც აუცილებელად დაბრუნდება, ასეთია ისტორიის ლოგიკა. ამის დასტურია ის, რომ თქვენ აღარ დგახართ პრაღაში და ტალინში. აღარ არსებობს ბერლინის კედელი. დღეს კოლეგებო სრული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ უკრაინის დემოკრატიულ ხელისუფლებას. ხოლო ხვალ, ასეთივე მკვეთრი და ნათელი პასუხი უნდა გავცეთ რუსეთს, რომ ამ ასამბლეაში, ამ დარბაზში ჩვენს გვერდით არ არის ადგილი იმ ადამიანებისთვის ვინც ხმას აძლევენ დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაციასა და ანექსიას" – განაცხადა თინა ხიდაშელმა სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია