საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ენმ: ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ანტიდასავლურ მედიას აფინანსებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/08 15:01:24

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდასავლური და სიძულვილის ენის მედის და ღიად პრო-რუსული პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსების გამო და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

"გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური დღის წესრიგის მთავარ პროპაგანდისტ მედია საშუალებებთან ისედაც ცხადი კავშირი დოკუმენტურად დადასტურდა:ამ მედია ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარით აფინანსებს. მაშინ როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი, იზრდება სიღარიბე და მცირდება ბიუჯეტი მთავრობა მტრული სახელმწიფოს პროპაგანდის დასაფინანსებლად სახსრებს მაინც პოულობს.


ამასთან, დაფინანსების სრული მასშტაბი ჯერაც დაუდგენელია, რადგან მისი ნაწილი ხორციელდება სახელმწიფო სიპ-ების საშუალებით და სასამართლო დავები ამ დაფინანსების გასაჯაროების ირგვლივ გაჭიანურებულია.


კვლევაში ჩამოთვლილი მედია-საშუალებები დიდი ხანია, მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობენ, მოახდინონ საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაცია, დასავლური ცივილიზაციის დემონიზაცია და წარმოადგენენ კრემლის გააქტიურებულირბილი ძალისკამპანიის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტებს. ამდენად, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ აფინანსებს ანტიდასავლურ ძალებს რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს და ცდილობენ გააღვივონ შუღლი და ძალადობა სხვადასხვა უმცირესობების მიმართ.


საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთისაქართველოს რესპუბლიკა“ (63 923.33 ლარი), მედია-კავშირიობიექტივი“ (52 167,84 ლარი), „ალიაჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთებიალიადაკვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი), ასევე გაზეთიასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი). „ობიექტივისეთერში მხოლოდ ერთ გადაცემას მიმდინარე წელს 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.


ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) მოთხოვნით, დაუშვებელია კონტრაქტების გაფორმება ისეთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. სხვადასხვა ავტორიტეტული ჯგუფების მიერ კარგადაა დოკუმენტირებული რომ აღნიშნული მედია ორგანიზაციები კი რეგულარულად ახდენენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. თავი რომ დავანებოთ ფორმალურ ევროპულ ნორმებს, პრო-რუსული პროპაგანდის დაფინანსება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია