საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"თავდაცვის სამინისტროში წამებაში მონაწილე ადამიანის ადგილი არ არის"
2015/07/01 22:21:51

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში.


ასე ეხმაურება ხიდაშელი სერგო თეთრაძის დის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მისი ძმა ახალაიას თვალწინ აწამეს და მოკლეს.

 

"ამჯერად, უკვე როგორც თავდაცვის მინსტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ. თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში.

 

სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.

 

ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად.

 

შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში.

 

პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ვიდრე ვიდქეთ უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს. სწორედ ამიტომ მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში", - აცხადებს ხიდაშელი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია