დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოხალისე ნინი სალუქვაძე:"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრჭყვიალა საჩუქრები, ჩინ - მედლები და ჯილდოები არ არის საჭირო"
2015/06/21 12:34:04

მოხალისე გოგონა ნინი სალუქვაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას ეხმიანება და მას ღია წერილით მიმართავს. მოხალისე მიიჩნევს, რომ მათი გამოყოფა და დაჯილდოვება საჭირო არ არის.

 

"ბატონო პრემიერო

 

მინდა გამოვეხმაურო თქვენს ინიციატივას სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების დაჯილდოვების თაობაზე.

 

13 ივნისის ტოტალურმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა. ეს იყო უმძიმესი დღეები, რომელმაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.

 

ჩვენ ერთად დავინახეთ ის ახალგაზრდები რომლებიც ყოველგვარი დანტერესების გარეშე აკეთებნენ იმას რასაც აკეთებდნენ...

 

ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვყოფილიყავით სტიქიის ზონაში, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მოვალეობა იყო!

 

ჩვენ ვართ თაობა , რომელიც ვერ იტანს სხვადასხვა ნიშნით დაყოფას და დანაწევრებას...

 

ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებასაც ეჭვის თვალით გვიყურებდნ, და ვერც გვამჩნევდნენ....

 

ჩვენ, რომლებიც შიშველი ხელებით ვაცლიდით ლოდებს ერთმანეთს ....

 

ჩვენ, რომლებიც ნიჩბების გარეშე, ვცდილობდით სახლების გაწმენდას ...

 

იქ არ იყვნენ გამორჩეული ტიპები, გმირები თუ არაგმირები!

 

იქ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით ჩუმად თუ ხმამაღლა....

 

იქ იყო ათასობით ახალგაზრდა, რომელიც ტალახში დათხვრილი და მშიერი მუშაობდა...

 

გმირები არიან? !

 

რათქმაუნდა ყველა ის გოგო - ბიჭები, დიდები და პატარები, ჯარისკაცები, ლამბერჯეკები, საყურეებიანი ბიჭები, ფერადთმიანი გოგოები, როკერები, ბაიკერები, ქოცები და ნაცები. სპორტსმენები, მსახიობები, მოცეკვევეები, ფოტოგრაფები, ათეისტები და მორწმუნეები, აზიელები და ევროპელები, თეთრები თუ ფერადკანიანები, მსუქნები და გამხდერები, ნიჩბებით თუ ნიჩბების გარეშე. რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, გმირები არიან!

 

იქ იყვნენ უბრალო ადამიანები დიდი გულებით , რომლებსაც სტკიოდათ და განიცდიდნენ.

 

დიახ, ყველა ვინც იმ საბედისწერო ღამეს და შემდეგ დღეებში ქუჩაში გამოვიდა, ყველანი გმირები არიან.

 

ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრჭყვიალა საჩუქრები, ჩინ - მედლები და ჯილდოები არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებით ჩვენი ქალაქისთვის. როგორც თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად აკეთებდით თქვენს საქმეს...

 

ამიტომ აღარ გვინდა ისევ დაყოფა და დახარისხება....

 

ჩაივლის ეს მძიმე დღეები და უმჯობესია ყველამ ერთად ვიზრუნოთ ვერეს თაობის შენარჩუნებაზე.... პატივისცემით...“ - წერს მოხალისე ნინი სალუქვაძე. 

 

ფოტო: ნინო თარხნიშვილის 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია