ყირიმის რადამ გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის ფედერაციაში ავტონომიის სტატუსით გაწევრიანდეს. დეპუტატების გადაწყვეტილება კი რეფერენდუმმა უნდა გაამყაროს, რომელიც 30 მარტის ნაცვლად, 16 მარტს გაიმართება.
რეფერენდუმში მოსახლეობას ორ კითხვაზე მოუწევს არჩევანის გაკეთება - გახდეს თუ არა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სუბიექტი და მეორე – აღდგეს თუ არა ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის შემადგენლობაში ყოფნას.
წყარო: geonews.ge