დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრიტანელი აგროჟურნალისტის რჩევები ქართულ მედიას, პოლიტიკოსებს და ფერმერებს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/02/22 21:59:23

საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განსაკუთრებულად განვითარების პერსპექტივამ და აღნიშნულ თემაზე საკითხების სიღრმისეულად მომზადების აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა აგროჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობაც. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ორგანიზებითა და დაფინანსებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის რამდენიმედღიანი ტრენინგი გაიმართა.

 

ტრენინგს წარმართავდა  საერთაშორისო ტრენერი აგროჟურნასლისტიკის საკითხებში ბრიტანელი აგროჟურნალისტი და აგროეკონომისტი, ჰეზერ როუს ბრიგსი. ის გახლავთ ასევე ყველის საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო ესპანეთში მიღებული აქვს ხარისხი - მოსავლის აღების აგროკონსულტანტი. ქალბატონი ჰეზერი ამჟამად ხუთი ჟურნალისთვის მუშაობს.

 

- მინდა, რომ ძალიან წარმატებული საქართველო ვნახო. მინდა, რომ, პირველ რიგში, სიამაყე დავინახო თქვენში. ერთად იმუშავეთ, იყავით გუნდი! - ამ სიტყვებით დაასრულა ქალბატონმა ჰეზერ როუს ბრიგსმა ტრენინგი  საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან  და მომავალ შეხვედრამდე დაგვემშვიდობა...

 

ამჯერად სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

(თარგმანისთვის მადლობას ვუხდით „მერსი ქორფსის“ წარმომადგენელს, ნონა სამხარაძეს).

 

- ქალბატონო ჰეზერ,  ევროკავშირთან ასოცირებით საქართველო ვალდებულია, ქვეყანაში „HACCP“ (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სტანდარტი დანერგოს. საინტერესოა, აგრარული მდგომარეობის მიხედვით ევროკავშირის რომელ ქვეყანას შეადარებთ საქართველოს? რას გულისხმობს ეს სტანდარტი, რას ავალდებულებს იგი ფერმერსა და სახელმწიფოს? საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით?

 

- ბევრმაქვეყანამ, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ, ეს ვალდებულებები შეასრულეს. ეს არის მაღალი სტანდარტი, რომლითაც გათვლილია, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საწარმოები, ფერმერული მეურნეობები, პირუტყვის სადგომი. მოთხოვნებში ბევრი კრიტერიუმია გაწერილი - საწარმოს, პირუტყვის სადგომის იზოლირება, მწერები ვერ უნდა შედიოდნენ, უნდა გააჩნდეს დამცავი ბადე, საწარმოს დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს, ირეცხებოდეს კედლები და იატაკი, არ უნდა იყოს გამოყენებული ხისა და ისეთი ელსაწყოები, რომლებიც იჟანგება, პირუტყვი ბალახითან სპეციალურად დამზადებული საკვებით უნდა იკვებებოდეს და არა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოიკვებება, ის საათობით უნდა ადუღდეს და ასე შემდეგ. საქართველოც მიუახლოვდება და მოერგება ამ ტანდარტს, სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებთ თქვენი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე გაიტანოთ. ამ სტანდარტის მთავარი არსი ის არის, რომ ყველა მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს, უვნებელი საკვები. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, ფერმერებს სემინარები და ტრენინგები უნდა ჩაუტაროს და ასწავლოს, რა არის ეს სტანდარტი და როგორ მოაწყონ მათი მეურნეობები, საწარმოების ტანდარტის შესაბამისად.

დიახ, რატომაც არა, - საქართველოც მიუხლოვდება სტანდარტებს. საქართველოც გააკეთებს ამას და თქვენ იამაყებთ ამით.

არაჩვეულებრივი ქართველი სპეციალისტი გყავთ სურსათის უვნებლობის საკითხებში, ტრენერი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც ძალიან კარგი რესურსია ამისთვის. დიახ, საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან მივა.  

 

ძალიან ბევრი ქვეყანაა, ვინც დღეს უკვე ევროკავშირშია, რომელსაც შევადარებდი საქართველოს.

 

ევროკავშირის მთავარი მახასიათებელი არის მრავალფეროვნება. ევროკავშირი კი აფასებს, პატივს სცემს თითოეული ქვეყნის მრავაფეროვან ტრადიციებს.

 

 

- ამჟამად საქართველოში კოოპერატივების შექმნის პროპაგანდა მიმდინარეობს. საინტერესოა, თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს და რა სიკეთისმოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის?

-კოოპერატივისთემა - რთული კითხვაა. თქვენ ძალიან მძიმე წარსული და გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით - საბჭოთა კავშირის დროს კოოპერატივების ცუდმა მუშაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დღეს კოოპერატივის განვითარებაზე. გირჩევთ, რომ გამოიყენოთ სიტყვა „გუნდი“, „გუნდური მუშაობა,“ „ფერმების გაერთიანება.“ ადამიანები, რომლებიც ძალიან ახლოს მუშაობენ ერთმანეთთან და არა ცალ-ცალკე. მოდი, ერთად ვიმუშაოთ აგროჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, ფერმერებმა.ფერმერში მე ვგულისხმობ ყველა მწარმოებელს, - იქნება ის მცირე თუ - მსხვილი.

 

-რა დაინახეთ ყველაზე პოზიტიური საქართველოში მეცხოველეობის დარგში?

 

- პირველი პოზიტივი და შთაბეჭდილება რაც საქართველოში მივიღე, არის „მერსი ქორფსის“ ალიანსების პროგრამა, - ვნახე, მაგალითად, როგორ აუმჯობესებთ ჯიშს და ვნახე ბუღები, რომლებიც სრულიად ადაპტირებულია ქართულ გარემოსთან. ამით ძალიან კარგი შედეგიც დავინახე. ეს არის ძალიან პოზიტიური. მოვიხიბლე იმ ნაბიჯებით, რომლითაც ეს პროგრამა ავითარებს მესაქონლეობას.

 

 

-საქართველოში ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ბრუცელოზის საფრთხისგან დაუცველობა. რა  შგიძლიათ გვირჩიოთ ამ საკითხის მოსაგვარებლად?

 

-ბრუცელოზი არის საკმაოდ სერიოზული დაავადება და საქართველომ უფრო პროფესიონალურად უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი. სისხლის სინჯები უნდა აიღოს, აღმოაჩინოს. მერე მონიტორინგი გაუწიოს და იმ საქონელს, რომელსაც აღმოაჩნდება ბრუცელოზი, და უნდა უზრუნველყოს მისი დაკვლა.

 

თქვენ უნდა გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ძალიან ბევრმა ქვეყანამ აიცილა თავიდან ეს საფრთხე იმიტომ, რომ სახელმწიფომ აიღო მთავარ სამიზნედ ბრუცელოზის დაავადებასთან ბრძოლა.

 

მოვისმინე თქვენი მინისტრისგან, რომ აპირებენ,  რომელი ფერმერის საქონელსაც აღმოაჩნდება ბრუცელოზი, მას გადაუხადონ კომპენსაცია, მიეხმარონ დაკვლაში და ა. შ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი და ეს შეიძლება, იყოს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითად საკითხად გამოტანილი. თქვენ უნდა გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ამას უფრო მეტი პროფესიონალური მიდგომა სჭირდება.

 

 

- ქალბატონო ჰეზერ, ამ დაავადებასთან საბრძლოლველად, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მეტი ყურადღება მიექცეს პირუტყვის სადგომის სწორად მოწყობას. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს?

 

- ჩემს ქვეყანაში ბოსლების მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით, - ზამთარში. სანამ ააშენებთ, უნდა ჰკითხოთ ვეტერინარს, როგორ ააშენოთ. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ ვენტილაციას. არ უნდა იყოს ძალიან სიცივე და არც ძალიან სითბო. სადგომი კომფორტული უნდა იყოს ძროხისთვისაც და პატრონისთვისაც.

 

ჩვენ გვყავს პროფესიონალები ამ სფეროში, ვინც გეგმავენ ძროხების სადგომებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. დაგეგმეთ, ჰკითხეთ ვეტერინარს და თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ, მოაწყოთ შესაბამისი სადგომები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მეტი პროდუქტიც მივიღოთ და სუფთა პროდუქტიც.

 

 

- რა შეხედულება შეგექმნათ ქართველი ფერმერებზე და რას ურჩევდით მათ?

 

- მე ვფიქრობ, რომ ფერმერებს აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოში; მათ უნდა ისწავლონ  თავიანთი საქმიანობის დაგეგმვა. მათ ძალიან დიდი მომავალი აქვთ. ფერმერები არიან ხერხემალი საქართველოს განვითარებისათვის.

 

 

- ქართველ ჟურნალისტებთან მუშაობის შემდეგ, რა შთაბეჭდილებით მიდიხართ,აქვს თუ არა მომავალი აგროჟურნალისტიკას ჩვენთან?

 

 

-მინდა, რომ თქვენ იამაყოთ საქართველოთი, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი მომავალი; გაქვთ ძალიან კარგი მიწა - გამოუყენებელი, და ამ ყველაფერს სჭირდება მეტი ორგანიზება. ვფიქრობ, რომ აგროჟურნალისტიკას უდიდესი პერსპექტივა  აქვს საქართველოში.

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ხართ განსხვავებული, ჟურნალისტიკის სხვა მიმართულებებისგან. აგროჟურნალისტიკა არის მნიშვნელოვნად განსხვავებული მიმართულება. თქვენ გადასცემთ ცოდნას, ინფორმაციას, რომელიც მწარმოებელს ეხმარება, გაზარდოს საკუთარი ბიზნესი და წარმოება.

 

 

- საინტერესოა, თქვენთან, ინგლისში როგორ განვითარდა აგროჟურნალისტიკა?

 

- გარდა იმისა, რომ ჩვენ, ჟურნალისტებმა, თვითონ სოფლის მეურნეობა შევისწავლეთ, ასევე შევისწავლეთ, თუ როგორ ვწეროთ სოფლის მეურნეობაზე და, რაც მთავარია, ვწეროთ პოზიტივი,ვაჩვენოთ მკითხველს „გაღიმებული“ და კმაყოფილი ფერმერი. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, - ახალი ამბავი მოაქციოთ თავში, რომ მკითხველს ვიზიდავთ. მათ უნდათ, რომ წაიკითხონ და უნდა წავაკითხოთ. მათ უნდა შთავაგონოთ, რომ წაიკითხონ ამ თემაზე. ეს ისეთი თემაა,სადაც ტერმინი„მაინც წაიკითხავენ,“ - არ მუშაობს..

 

 - ქალბატონო ჰეზერ, როგორც ვიცით, საქართველოში პირველად ხართ, საინტერესოა, ქართული სამზარეულოდან რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?

 - მშვენიერი ღვინო გაქვთ. წავიკითხე ანგარიშში, რომ მექსიკაში ძალიან პოპულარული ხდება ქართული ღვინო.

მიყვარს ღვინო და ვისურვებდი, რომ როდესაც ინგლისში შევალ ერთ-ერთ მაღაზიაში, მქონდეს არჩევანი,  ვიყიდო ესპანური, იტალიური თუ ქართული ღვინო. ან ვიყიდო ქართული ყველი, - რატომაც არა. იამაყეთ!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია