დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის დახმარების პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/01 15:04:29

 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრა. მოსახლეობის ჩართულობის, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ქვედა საზანოს თემის მოსახლეობას ადგილზე შეხვდა.

 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობისაგან პრიორიტეტული წინადადებები განიხილეს, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. სულ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ქვედა საზანოს თემისთვის 105 220 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა თემში შემავალ სოფლებზე თანაბრად არის გადანაწილებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია