საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოჯახური ძალადობა
ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ქუთაისში ცოლი კარაქიანი პურის გამო სცემა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/25 01:40:27

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე,ერთ-ერთი ოჯახის უფროსმა, დაახლოებით 45 წლის მამაკაცმა, მეუღლე სასტიკად სცემა. თმებით ათრია, გამოიყვანა აივანზე და წიხლები დაუშინა. ამ დროს  წაქცეული ქალის ქვეშ დაახლოებით 2 წლის ბიჭუნა იყო მოყოლილი, რომელიც ლამის გაისრისა ხელჩართული ჩხუბის დროს.

 

„მომიკლეს ბავშვი! გაისრისა, გაისრისაო,“_ გაიძახოდა ქალბატონი,  რომელთან ერთადაც ცხოვრობს ცოლ-ქმარი (მაზლის ოჯახი),  პატარა კი ჩაბარებული ბავშვია, რომელიც მის მშობლებს ბებიასთან ჰყავთ დატოვებული.


მეზობლებმა ვერ გაბედეს, მიშველებოდნენ ახალგაზრდა ქალს,  სხვა ოჯახის წევრების ჩარევამაც კი ვერ დააშოშმინა გაცხარებული მამაკაცი.


დიდი ხნის ყვირილის და გინების შემდეგ,  ქალმა მოახერხა ქმრის ხელიდან გაქცევა და გვერდით მეზობლებს მიმართა დასახმარებლად. როგორც დაზარალებულმა  დამალვის დროს მეზობლებს გაუმხილა: მისი ქმარი მათი ქორწინებიდან მოყოლებული, ასეთ დღეში ამყოფებს.  „სულ უხეში იყო, მაგრამ, რაც ციხიდან  გამოვიდა, სულ გაგიჟებულია, არ ვიცი, რა ვქნა, შემიწირა  და გადამიყოლა“.


როგორც ქალმა მეზობლებს უამბო,  ქმარმა იმის გამო სცემა, რომ მისი მიწოდებული კარაქიანი პური არ შეჭამა: სახლში რომ მოვიდა, საჭმელი გავუწყვე, პურის ნაჭერზე ძალიან ბევრი კარაქი, თაფლი და კიდევ რა ვიცი, რა არ გადაუსვა,  ჭამა დაიწყო და ვეღარ შეჭამა. დამიძახა და მითხრა, შენ მოდი და შეჭამეო. მე იქვე ბავშვს ვავახშმებდი, არ მინდა, ეხლა ვჭამე–მეთქი, ვუთხარი. ის კი გიჟივით მომვარდა, კარაქი სახეში შემაზილა და წამაქცია, თმებით გამომიყვანა კარებამდე, ბავშვი კი ქვეშ მომიყვა“.


ქალმა მეზობელთან გაქცევა და დამალვა მოახერხა. თავშეფარებულ ქალს,  თვითმხილველი მეზობლის თქმით,  ქმარმა ძებნა დაუწყო, თუმცა დაზარალებული გააპარეს წინ მცხოვრებ ოჯახში, სადაც ჩუმად გადაყვანილი პატარა ატირებული ელოდა.


„გვეგონა, ჩაწყნარდა ყველაფერი, რომ შუა ღამით კიდევ რამდენჯერმე გავიგეთ ატირებული და შეშინებული ქალის ხმა, ბავშვის ტირილი და გაცოფებული მამაკაცის ღრიალი და გინება,“_ განაცხადეს თვითმხილველმა მეზობლებმა. მათი თქმით, მთელი „ოპერაციის ჩატარება“ დასჭირდათ იმისათვის, რომ ქალი სახლიდან გაეპარებინათ და თვალცრემლიანები იხსენებენ მათთან შეკედლებული ქალის დამფრთხალ თვალებს, როცა უკან-უკან იხედებოდა შეშინებული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია