დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დედამიწის დღე“ 30-ე სკოლაში
2014/04/29 15:15:09

22 აპრილი, დედამიწის დღე, 1970 წლიდან აღინიშნება და ის სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დაარსა, როცა სანტაბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ყოველ წელიწადს ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აქციაში  მიახლოებით 174 ქვეყნის უამრავი ორგანიზაცია და მილიონობით ადამიანი საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველოში ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

 

დედამიწას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება, დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. თუმცა, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები?

 

ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა. უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას.

 

მაგრამ როგორ?

 

ყველამ ვიფიქროთ მომავალზე, ყველამ გამოვიყენოთ გონივრულად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და მთავარი, აღვზარდოთ მომავალი თაობა ეკოლოგიურად განათლებული. ამისათვის იღვწის ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაც და თამამად შეიძლება ითქვას, მოსწავლეთა ეკოლოგიური კულტურა მაღალია. სკოლაში გროვდება მაკულატურა, სუფთავდება სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ირგვება ნაძვები და აშ.

 

22 აპრილის მოახლოებისას მოსწავლეთა ინიციატივით X1 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა ნესტან ლომთაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომლის მიზანი იყო ზრუნვა დედამიწაზე, ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, შექმნეს შინაარსობრივად დატვირთული ნახატები და დაამზადეს ბანერები. გაკვეთილი შედგებოდა სამი ძირითადი აქტივობისაგან. პირველ ნაწილში გავიხსენეთ დედამიწის ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები, „მოვეფერეთ დედამიწას“. მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს შემდეგ თემებზე:

 

1.      მსოფლიო მოსახლეობის ზრდით გამოწვეული პრობლემები.

 

2.      ეკოლოგიური პრობლემების ზოგადი მიმოხილვა.

 

 

3. ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემები.

 

4. მსოფლიო ოკეანის პრობლემები.

 

5. ტექნოგენური კატასტროფები.

 

მოსწავლეებმა შექმნეს ტექსტური მასალა, თავიანთი ჩანაფიქრი და ემოცია გადმოსცეს ნახატებით, ეკოლოგიურად დაბინძურებული არიალები გადმოსცეს კონტურულ რუკაზე. პრეზენტაცია საინტერესო და ღრმა შინაარსობრივი იყო.

 

მესამე ნაწილში გაიმართა დედამიწისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენება.

 

შემაჯამებელი გაკვეთილი მიუძღვნა „დედამიწის დღეს“ ფიზიკის მასწავლებელმა ნაზი შენგელიამ 22 აპრილს, VIII 2 კლასში, თემა იყო: „სითბური ძრავები და გარემოს დაცვა“. მოსწავლეებმა ისაუბრეს სითბური ძრავების სახეებზე, ძრავების მარგი ქმედების კოეფიციენტზე. ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებზე. გაკვეთილს ზედ დაერთო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია „როგორ მოვუაროთ დედამიწას ეკოლოგიის თვალსაზრისით“, დამზადდა შესაბამისი ბანერები და ვიდეორგოლები. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით კი სკოლაში დაირეკა ხელის ზარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია