საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოშიმშილე მეხანძრეები თემურ გიორგაძის გადადგომას ითხოვენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/18 22:34:09

 

 მეხანძრეები უკვე ერთი კვირაა, შიმშილობენ. მათ სააგენტოს წინ  კარვები აქვთ გაშლილი და დაშლას არ აპირებენ. მეხანძრეების  მოთხოვნაა, გადადგეს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების  სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე, რომელსაც კორუფციასა და  სამსახურეობრივი უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

 

როგორც მეხანძრეები აცხადებენ,  თემურ გიორგაძე მათ საკუთარ აგარაკსა და საცხოვრებელ სახლში სამშენებლო სამუშაოებს ავალებდა. მაშველები გათავისუფლებული 4 თანამშრომლის სამსახურში  დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც  16 მეხანძრესთან ერთად  შიმშილობენ.

 

თემურ გიორგაძე კი ამტკიცებს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ამიტომაც დაითხოვა  ისინი სამსახურიდან.

 

 მოშიმშილე მეხანძრე ბესო გოგრიჭიანი კი აცხადებს, რომ ის, ვინც გიორგაძის წინააღმდეგ წავიდოდა, მათ სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა.

 

 

ბესო გოგრიჭიანი (მოშიმშილე მეხანძრე):

 

_სამუშაო საათებში, როდესაც მაშველი გამოსულია იმისთვის, რომ თბილისელბს გაუწიოს დახმარება, ამ დროს ბავშვიც მიხვდება, რომ ის სამაშველო საქმიანობას უნდა ასრულებდეს და არა სამშენებლო სამუშაოებს და რაღაც ბაღის მოვლაპატრონობას.

 

  როდესაც გიორგაძეს თანამშრომლები ასეთი საქმიანობის მიზნით მიჰყავდა, ამ ყველაფერს სპეცდავალებით აფორმებდა, ხოლო ვინც წინააღმდეგ წავიდოდა, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა.

 

თემურ გიორგაძე (საგანგებო  და გადაუგებელი სიტუაციების სააგენტოს  უფროსი):

 

_მე არაფერს არ ვმალავ, რაც გამიკეთებია და ვერ დავმალავ. მე ეს თვისება არ მაქვსცოტა სხვანაირი ადამიანი ვართუ დავუძახე მეხანძრემაშველს და მოვიხმარე, ეს იმიტომ, რომ  მე პირადადაც დავხმარებივარ ჩემს თანამშრომლებს, ეს ხომ ერთი ოჯახია?

 

რახან ჩემი სამსახურია და ხელმძღვანელი ვარ, არ მაქვს უფლება, როცა ყველა ადამიანს ვეხმარები? თუ არ მქონდა უფლება და ეს დარღვევაა, კი ბატონო, მე ამაზე ვაგებ პასუხს  – აცხადებს გიორგაძე.

 

მოშიმშილე მეხანძრეები  გიორგაძეს სხვა ბრალდბებსაც უყენებენ. მათი თქმით, ამ ადამიანმა უწყებაში თანამდებობებზე დაასაქმა საკუთარი მეუღლე, სიძე და დისშვილი ლევან ჩხიკვაძე, რომელმაც კორუფციული სქემა შეიმუშავა და მისი  მეშვეობით სხვადასხვა თანამშრომელს პრემიას ურიცხავდნენ, თუმცა თანხის დიდი ნაწილი ისევ ჩხიკვაძეს და გიორგაძეს რჩებოდათ.

 

 თუმცა კორუფციიის გარდა,  თემურ გიორგაძე  მეხანძრეებმა აქციების  დაშლაშიც დაადანაშაულეს:

 

 ზვიად მღებრიშვილი ( მოშიმშილე მეხანძრე):

 _2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვაზიანში მაშველების მომზადება დაიწყეს აქციების დაშლაში, ხოლო როდესაც ეს ერთერთმა თანამშრომელმა  გააპროტესტა და სამსახურში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგე, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს-განაცხადა მღებრიშვილმა..

 

  საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე კი აცხადებს, რომ მეხანძრეების აქციები მისი  დისკრედიტაციის  მიზნiთ იმართება.

_ როდესაც პრემიებზე ან ზონდერებზე სდებენ ბრალს, ფაქტებიც და დოკუმენტებიც უნდა წარმოადგინონ.

 

 გიორგაძე აცხადებს, რომ მომიტინგეებს, რომლებიც უწყებაში 1 წლის წინ დაარსებული პროფკავშირების წევრები არიან, გაერთიანებული პრფკავშირების უფროსი ირაკლი პეტრიაშვილი აქეზებს.  ამიტომაც იგი პეტრიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც არ გამორიცხავს.

 

 

 

  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია