დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჟვანიას ცხედარი ბინაში კი არ მიიტანეს, დააბრუნეს... პრეზიდენტმა მისი გარდაცვალება რომ შეიტყო, შოკში ჩავარდა და ავარიაში მოყვა“
2014/04/23 11:15:23

საქართველოს ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის დეტალებს ჟურნალი „პრეიმერი“  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასაჯაროებს. წყაროს ცნობით, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გია ბარამიძისგან შეიტყო, რამაც შოკში ჩააგდო და შედეგად ავარიაში მოყვა. „Frontnews” ინტერვიუს მნიშვნელოვან ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

 

“გია ბარამიძე, რომელიც პირველი იგებს მეგობრის დაღუპვის ამბავს, უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. გაითვალისწინეთ სააკაშვილის ფსიქიკური და ემოციური პორტრეტი. ის ვარდება შოკში და ყვირის- "არა! ტყუილია! გეშლება რაღაც. როგორ? ეს შეუძლებელია!". პრეზიდენტი გამოდის შავნაბადას რეზიდენციიდან, ჯდება მანქანაში - საჭესთან, უკან მოსდევს დაცვა, ქოქავს მანქანას და ეშვება თბილისისკენ. ერთ-ერთ მოსახვევში ის ვერ იმორჩილებს საჭეს და ეჯახება ხეს. დაცვას გადმოჰყავს მანქანიდან, დაზიანებული აქვს ნეკნები, მკლავი, თავი. დაცვა სვამს მანქანაში და სურს, მიაბრუნოს უკან...ამასობაში "ელიტა" შეკრებილია. მისაღებია გადაწყვეტილება- რა ვქნათ? ჩნდება მოსაზრება, რომ ეს ფაქტი დაანგრევს ხელისუფლებას, საზოგადოებაში გააჩენს აგრესიას და ა.შ.სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვს, რომ არავითარი "ბინა", არავითარი "გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა". ახსენებს ჟვანიას ოჯახს, შვილებს და არაფრის მოსმენა არ უნდა. ის მოითხოვს, რომ ბინიდან გამოიტანონ ცხედრები და გარდაცვალების მიზეზი იყოს ნებისმიერი სხვა რამ - გული, ინსულტი... მხოლოდ არა კონსპირაციული ბინა.

 

მერაბიშვილმა დასვა კითხვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „კარგი, მიშა, ვთქვათ, ჩვენს ექსპერტიზას დავაწერინეთ ის, რაც გვინდა- გული, ინსულტი, ნებისმიერი რამ, მაგრამ ხომ ცხადია, რომ გარდაცვლილია პრემიერ-მინისტრი, გამოძიებაში ჩართვას მოითხოვს "FBI". ვთქვათ და ავუხსენით მათაც, რატომ გავაკეთეთ ეს, მაგრამ ვიღაც ექსპერტის ენას სად ვდიოთ წლების განმავლობაში - ვინ როდის მოაღებს პირს?“... აქვე ადეიშვილი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ გაგუდვისას გარდაცვლილისა და გულით ან ინსულტით დაღუპულის ვიზუალური სტრუქტურა სხვადასხვაა, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს და ეს უფრო მეტ კითხვას გააჩენს.  შესაბამისად, სწორედ ეს კითხვები გახდება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნეგატივის ზრდის განმსაზღვრელი და სააკაშვილსა და მის მთავრობას პრემიერის მკვლელის იარლიყის ტარება მოუწევს. ეს იქნება ცუდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეპუტაციას შეულახავს მთავრობას ქვეყნის გარეთაც და განსაკუთრებით აშშ-ის თვალში. ირაკლი ოქრუაშვილი მართალს ამბობს - ჟვანიას ცხედარი საბურთალოს #53-ში მიიტანეს. ალბათ, კარგად გახსოვთ ბატონი თემურ შაშიაშვილის მიერ საქართველოდან გადახვეწილ ერთ ქალბატონზე აპელირებაც, რომელიც აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს მართლაც შეეფეთნენ საბურთალოს #53-ის სადარბაზოში ადამიანები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბინაში ჟვანიას ცხედარი შეჰქონდათ. დიახ, ისინი მართლები არიან. უბრალოდ, იმ ქალბატონისგან განსხვავებით, ირაკლი ოქრუაშვილი ნახევარ სიმართლეს ამბობს. ეს ცხედრები ამ ბინიდან გაიტანეს და მერე ისევ დააბრუნეს. ეს შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ გაკეთებულა ჟვანიას საწინააღმდეგოდ. ახლა ვიღაც იტყვის, ხომ იყო დაპირისპირება მიშას და ზურას შორისო. გარეგნულად არ იყო. ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ. რა იქნებოდა მერე, არავინ იცის, მაგრამ მაშინ ზურას გარდაცვალება სააკაშვილისთვისაც შოკი იყო და არა მარტო მისთვის.უბრალოდ შემდგომ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შეძლეს მიშას დარწმუნება, რომ ნებისმიერი სხვა ვერსია, გარდა ფაქტისა, დამღუპველი იქნებოდა. კი, მათ დაუსაბუთეს სააკაშვილს, რომ რეალობას აცდენილი ნებისმიერი ვერსია ფატალური აღმოჩნდებოდა ხელისუფლებისთვის. სააკაშვილი სვამს კითხვას- რა არის გამოსავალი? გადაწყვეტილება - ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც იყო რეალურად. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხედრები ბინაში დააბრუნეს. გეუბნებით, ჟვანია გაზით გაიგუდა- ეს არის ფაქტი. სხვა ყველაფერი არის სისულელე. ამ ეიფორიაში ნებისმიერი "სამხილის", ვთქვათ, ფეხსაცმლის დაკარგვა, ან როგორც ბატონი გოგლა ჟვანია აცხადებს- საბურთალოს #53-ში მდებარე ბინაში სუფრის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ გააკეთეს- შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგრამ კითხვა "რატომ?" მინიმუმ, უზნეოა..."ჟვანიას საქმის" დეტალები იციან მისმა ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, ქალბატონმა ნინომ და თვით გოგლა ჟვანიამაც, რომელიც მას შემდეგ- ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური რყევების დროს- ითხოვს სიმართლის დადგენას. რატომ?

 

მოდით, ბატონი გოგლას მორალურ, პოლიტიკურ და ბიზნესმისწრაფებებს მე ნუ განმახილვინებთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან სიმართლე იცის. ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც არ დავმალავ- დიახ, მე არ დავმალავ და მოგახსენებთ. "ოცნების" პროკურატურა ცდილობს, ჟვანიას საქმეზე საბრალდებო სკამზე დასვას სააკაშვილი, მაგრამ ცხადია, რომ ჟვანია არ მოუკლავთ შავნაბადაზე, არ უსვრია მისთვის სააკაშვილს საფერფლე, არც არავითარი კონფლიქტი იმ დღეს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არ მომხდარა. "იარაღის საქმე" სიმართლეც რომ იყოს, თავად ჟვანიას დაღუპვის ფაქტთან არავითარ კავშირში არ არის. ისე, პროკურატურის მიერ "ნერგების" საქმეზე დაჭერილი ხარშილაძე- ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი რომ რეალურად ამ საქმეზეა დაკავებული, ესეც ხომ ცხადია. თუმცა პროკურატურამ მისგან სასურველი ჩვენებაც რომ მიიღოს, დაცვის სხვა წევრები დაადასტურებენ ამას? ამაზე ფიქრობენ ტვინგამოლაყებული გამომძიებლები, რომელთა მიერ პოლიტიკური შეკვეთის შესრულებას, არც მეტი, არც ნაკლები, გარდაცვლილი ზურა ჟვანიას მკვლელობა მოჰყვება?“,– აცხადებს წყარო.

 

წყარო: http://frontnews.ge/ge/news/22409#sthash.zv1IsC4T.XDFD1x4U.dpuf

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია