საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ხარაგაულში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე (R)
2020/09/21 15:42:00

მოგესალმებით!  მინდა, პირველ რიგში დღევანდელი დღე - ღვთისმშობლობა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის!

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო  ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.

სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუ სხვა.

რასაკვირველია, ამ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას, რადგან ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა და სიმშვიდე. ამის გარანტი არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა - პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები. ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხარაგაული იყოს წარმატებული, ზოგადად იმერეთის რეგიონი იყოს წარმატებული.

 

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 43
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია