საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/03/28 13:27:10

 

მდინარე რიონში ნიდერლანდელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის სიიმ ვიგერის ცხედარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მიაგნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

,,ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე. პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება."- წერია განცხადებაში.

 

შეგახსენებეთ, ნიდერლანდების მოქალაქე ქუთაისის ცენტრიდან 7 მარტს გაუჩინარდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 93
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია