დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონელი მრევლის ბრალდებებს საპატრიარქოს კომისია აღარ განიხილავს
2013/08/04 17:28:53

საპატრიარქო მარგვეთისა და უბისის მეუფე ვახტანგის წინააღმდეგ გამოსული ზესტაფონელი მრევლის პრეტენზიებს აღარ განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზესტაფონელი მრევლი და აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მრევლის განცხადებით: საპატრიარქოს საქმიანობაში  მეუფე ვახტანგის უხეში ჩარევით არც საკითხის შემსწავლელი კომისია აღარ შეიქმნება და არც იმ სასულიერო პირების სხვა ადგილზე გადაყვანა მოხდება, რომლებიც მრევლისათვის მისაღებია და რომელთა მიმართაც აქციის შემდეგ ზესტაფონის კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობის გამო რეპრესიები ხორციელდებოდა.

თეოლოგ მიხეილ შველიძის განცხადებით: მეუფე ვახტანგმა  პატრიარქთან აღნიშნა, რომ მღვდელი, რომელმაც ზესტაფონის კურთხევაში მიიღო მონაწილეობა თითქოს ხალხს აჯანყებს და ამიტომ მეუფის განცხადების საფუძველზე, ამ სასულიერო პირს ჯვარი აყარეს.

შეგახსენებთ რომ გასულ თვეში ზესტაფონელმა მრევმა მეუფე ვახტანგს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის კარი აუჭედეს. მათ მეუფეს არააკლესიურ ცხოვრებაში დასდეს ბრალი და აცხადებდნენ, რომ მეუფის წაქეზებით მისი მხარდამჭერი მამაოები უღირს ცხოვრებას ეწეოდნენ: მრუშობდნენ და ქუჩურ გარჩევებშიც იღებდნენ მონაწილეობას. http://www.psnews.ge/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=4639&page=3

23 ივლისს გამართულია აქცია მრევლმა პატრიარქის თხოვნით, იმ იმედით შეაჩერა, რომ წმინდა სინოდი მარგვეთისა და უბისის ეპარქის მეუფე ვახტანგ ახვლედიანს ჩამოაშორებდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია