დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მენინგიტის ინფექციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/21 16:37:25

განათლების სამინისტრომ მენინგიტის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ამ წუთებში ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს!

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და  პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები!

 

სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

 

  • უზრუნველყონ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა - ხელების ხშირი დაბანა, სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;
  • მოსწავლეების ინფორმირება - კვებისას არ ისარგებლონ საერთო ჭურჭლით;
  • სკოლის მთელ ტერიტორიაზე  განხორციელდეს  დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციების სამუშოები;
  • ინტენსიურად სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები:

 

  • გაღიზიანებადობა
  • უმადობა
  • მაღალი ტემპერატურა
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • კისრის დაჭიმვა
  • მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა
  • ძილიანობა
  • გულისრევა, ღებინება
  • უმადობა

 

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

 

სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირისული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია