დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტული აზრი
მამუკა არეშიძე: ბიზნესზე ზეწოლა კვლავ გრძელდება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/22 20:04:44

დღეს ექსპერტები  ბიზნესის სექტორის  წარმომადგენელს შეხვდნენ, შეხვედრაზე საუბარი იყო ბიზნესგარემოს  გააუმჯობესებაზე და ბიზნესის ლიბერალიზაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის. კოჰაბიტირებული ბიზნესი  დღეს არც ისე თავისუფალია. მაგალითად, „მედრუპ ჯორჯიასა და გარდაბნის მაჯორიტარ დეპუტატ გიორგი  ფეიქრიშვილს შორის დავა დღემდე გრძელდება, რაც კომპანიის მიერ დაწყებულ 25 მილიონიან საინვესტიციო პროექტს ეხება. დღეს ექსპერტები ბიზნესზე ზეწოლასა და არსახარბიელო ბიზნესგარემოზე საუბრობდნენ.


 სოსო ცისკარიშვილი (ექსპერტი):

ვცდილობთ, საჯარო გავხადოთ   დოკუმენტები, რომელშიც  მხილებული არიან ის   ჩინოვნიკები, რომლებიც ვერ გადაეჩვივნენ ბიზნესზე ზეწოლას. ყველაზე  საკვირველი ის არის, რომ  დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც კი,  ბიზნესმენები  ზეწოლის ქვეშ არიან, ხოლო ზეწოლას ახორციელებენ ყოფილი და ახლანდელი ჩინოვნიკები: მათ შორის, ადამიანი, რომელიც ადრე გამგებელი იყო,  დღეს ის  პარლამენტის წევრია.


 მამუკა არეშიძე ( ექსპერტი):

_ მართალია, ისეთი სახის ზეწოლა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო, აღარ არის, მაგრამ  შთაბეჭდილება მრჩება,რომ არც ჯანსაღი  ბიზნესგარემოა ქვეყანაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ  ზოგერთ შემთხვევაში ყოფილი და დღვანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სიმბიოზურ მდგომარეობაში არიან. ე.ი. კოაბიტაციური რეჟიმიდან სიმბიოზურ მდგომარეობაში გადავიდნენ. თუმცა, ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგიას ვერ ვხედავ, თუნდაც მცირე ბიზნესის აღორძინების საკითხში, მაგრამ  პრემიერის მჯერა. იმედია,  იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა.

_ თქვენ აცხადებთ,  რომ ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგიას ვერ ვხედავო. თქვენი აზრით, რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ხელისუფლებამ?

_ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგია, მარტო სესხების გაცემა საკმარისი არ არის, საჭიროა საგადასახადო სისტემის გაჯანსაღება.

საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს?

ბიზნესის გასაჯანსაღებლად, ალბათ, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაა   საჭირო.  სიტყვა ლიბერალიზაცია  კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესის განვითარებას. ამისათვის შესაბამისი სტრუქტურები უნდა  შეიმნას.  გარდა ამისა,  არის შემთხვევები, როდესაც ბიზნესთან დაკავშირებით ცარიელ ადგილზე  იქმნება პრობლემები, მაგალითად, ავიღოთ დღევანდელი შეხვედრა ბიზნესსტრუქტურის წარმომადგენლებთან, კერძოდ, წავკისში მშენებარე გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ინვესტორი ჩამოვიდა, ჩამოიტანა საინვესტიციო თანხა და აშენებს კომპლექსს წავკისში,  მაგრამ ვიღაც კონკრეტული პიროვნება ამ მშენებლობას ხელს უშლის, ეს პიროვნება გახლავთ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი  ფეიქრიშვილი, რომლის უკან დგას ვაჟა ფეიქრიშვილი, ყოფილი ნაციონალი. ერთი სიტყვით,  ბიზნესმენს არ აძლევენ საშუალებას, რომ თავისი პროექტი განახორციელოს.  მით უმეტეს, რომ მათ გვერდში უდგას ხელისუფლება და ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი, ამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლის ფეიქრიშვილი. ის პირად საუბრებში ითხოვს თანხას, სწორედ ეს გახლათ ბიზნესზეწოლის კლასიკური მაგალითი. რა ინტერესები აქვს ამ შემთხვევაში მაჟორიტარ ფეიქრიშვილს და რატომ უშლის ხელს ბიზნესმენს ამ პროექტის განხორციელებაში, ამას სასამართლო დაადგენს.


არჩილ ჩოფილაშვილი (შპს მედრუპ ჯორჯიას ადვოკატი)

_  ჩვენ  დავას ვაწარმოებთ  სასამართლოში, თუმცა   პარალელურად ინფორმაციას ვაწვდით დამოუკიდებელ  ექსპერტებს, ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს,  რათა მათთვის ცნობილი იყოს  საქართველოში  ბიზნესზე  ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არსებული რეალობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია