დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმართა უფლებების დაცვა
გიორგი თევზაძე: გეგუთის მოშიმშილე პატიმრებს ქალთა კოლონიის პატიმრებიც შეუერთდნენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/09 19:11:38

 

 ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე  გიორგი თევზაძეგეგუთის              #14  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების  შიმშილობის ფაქტს  გამოეხმაურა. მისი განცახდებით,   პატიმართა პროტესტი გამოიწვია  დაწესებულებაში ადმინისტრაციის მხრიდან სამ პატიმარზე ზეწოლის ფაქტმა. ამ ფაქტების გამოძიება     პროკურატურამ უნდა  განახორციელოს.   გარდა ამისა,  პატიმრები ითხოვენ, გაეწიოთ შესაბამისი   სამედიცინო მომსახურეობა,  მოიხსნას ამანათებზე შეზღუდვები,_განაცხადა უფლებადამცველმა 


_ როგორც  ჩემთვის ცნობილია,  მოშიმშილე პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს  ქალთა დაწესებულებაში მყოფი  პატიმარი ქალებიც.  ხელისუფლება ვალდებულია, მოუსმინოს პატიმართა  სამართლიან პრეტენზიებს და  იზრუნოს მათი პირობების გაუმჯობესებაზე და არ უნდა დაავიწყდეს, რომ პატიმრობაში მყოფი პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ისინი   საპატიმრო დაწესებულებებიდან გაბოროტებული და ჯამრთელობაშერყეულები არ უნდა გამოვიდნენ_აცხადებს გიორგი თევზაძე.

 


გიორგი თევზაძე (უფლებადამცველი): 

 _ მიუღებელია  ნებისმიერი ფორმით პატიმრებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი,  რომელიც ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს  ნეიტრალური  სამართალდამცველი უწყებისგან.  სასჯელაღსრულებით დაწესებულებეში არის პრობლემური საკითხები,  რომლებიც  სასჯელაღსრულების სამინისტროსაგან  უფრო მეტ ყურადღებას და ანალიზს  მოითხოვს.    მოუწოდებ,   სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ  ნებისმირი საკითხის გადაწყვეტისას იმოქმედოს  არა – კოლეგიალური,  არამედ ობიექტური მიდგომით_ განაცხადა  უფლებადამცველმა  გიორგი თევზაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია