დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა არის არაკომპეტენტური „გირჩის“ მიერ ქუთაისის ბიუჯეტის კრიტიკაში?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/15 06:12:07

ქუთაისის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკებულ, ახალი პოლიტიკური ცენტრის,  გირჩის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს, თემურ ცამციშვილს ქუთაისის მერის მოადგილემ, კონსტანტინე ქავთარაძემ უპასუხა და მას არაკომპეტენტურობაში დადო ბრალი.ხოლო რამდენიმე დღის წინ თემურ ცამციშვილმა კიდევ უფრო დააკონკრეტა, რას უწოდებს ქავთარაძე არაკომპეტენტურობას და ამას ფეისბუქსტატუსიც მიუძღვნა.


და მაინც, რა არის არაკომპეტენტური „გირჩის“ მიერ ქუთაისის ბიუჯეტის კრიტიკაში, ამის განსაზღვრა საზოგადოებასვე შეუძლია.


გაეცანით თემურ ცამციშვილის სტატუსს და თავად გამოიტანეთ დასკვნა:


ქუთაისის ვიცე მერის აზრით გირჩის მიერ ქუთაისის ბიუჯეტის კრიტიკა არაკომპეტენტურია.

თურმე არაკომპეტენტურობაა ის, როდესაც აკრიტიკებ:

1) ქონების გადასახადიდან მობილიზებული თანხების 160 000 ლარით შემცირებას, ისე რომ, გადასახადის განაკვეთი არ შემცირებულა, ანუ აკრიტიკებ ქუთაისელების გაღარიბებას, ნაკალები დასაბეგრი ქონება=ნაკლებ გადასახადს.

 

2) ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილიში 20 მლ ლარით სეკვესტრირებას, ისე რომ გადასახადები არ შემცირებულა.

 

3) 1.5 მლ ლარით განათლების სფეროს დაფინანსების შემცირებას.

 

4) გაუგებარი ჟურნალ-გაზეთბის ბეჭდვისთვის მრავალი ათეული ათსი ლარის გამოყოფას, მაშინ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის გამოყოფილია 5 000 ლარი.

 

5) მეოთხე გადასარევ წელს, ქუთისის ინფრასტრუქტუარის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების 17 მლ ლარით შემცირებას, რადგანაც ვიცე მერი გვპირდება რომ, 2 კვირის წინ დამტკიცებულ ბიუჯეტში, კიდევ 2 კვირის გასვლის შემდეგ ცვლილებები შევა.

 

6) თურმე არაკომპეტენტურობაა ის რომ, ამ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში აკრიტიკებ ჩინოვნიკების რაოდენობის ზრდას და ბიუროკრატიის ხელფასებზე და პრემიებზე 2015 წელთნ შდარებით 130 000 ლარით მეტის დახარჯვას.

 

ამ ხელისუფლებამ მოახერხა რომ 2012 წელს ჩაიბარა 16 მლრდ $ ეკონომიკა და ოპტიმისტური პროგნოზით, გეგმავს 2016 წელს ახალ ხელისუფლებას გადააბაროს 14 მლრდ $-იანი ეკონომიკა.

 

ამ ხელისუფლებამ მოახერხა და მისი 4 წლიანი მმართველობის პერიოდში 50 % -ით გააუფასურა ეროვნული ვალუტა.

 

მოახერხა და იმდენად დაბლა დააგდო ეკონომიკის განვითარების ტემპი, რომ დღვანდელი მონაცემებზე გათვლით, ჩვენ ევროკავშირის საშუალო დონეს დავეწევით 2098 წელს.

 

ამ ხელისუფლებამ, როგორც ცენტრალურმა ისე ადგილობრივმა ეს ყველაფერიმოახერხასწორედ რომ არაკომპეტენტურობის ხარჯზე.

 

ალბათ საუბარიც არ ღირს უმტკიცო ქალაქის ვიცე მერს, რომ ქალაქის ბიუჯეტი, ქალაქის ეკონომიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და არ შეიძლება დეკემბრის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტში, იანვარში მოსალოდნელი ცვლილებებით ამაყობდეს. ბიუჯეტი და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნებისმიერი ეკონომიკური აქტიობა, უნდა იყოს პროგნოზირებადი და უნდა ბადებდეს სტაბილურობის განცდას.

 

ცალკე ამბავია ის რომ, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლოება არ ითხოვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლების, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად არსებობის უფლების გამოყენებას, რითაც ქალაქს ყოველწლიურად აკარგავინებს დამატებით, დღევანდელი ბიუჯეტის 100%- და უკლავს განვითარების პერსპექტივას.

 

ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

 

1. მომგების და საშემოსავლო გადასახადის გაუქმება


2. ადმინისტრაციული და სხვა არამიზნობრივი ხარჯების მკვეთრი შემცირება


3. ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაცია და მეტი თავისუფლების დაშვება, როგორც ეკონოომიკური ისე პირდი თვალსაზრისით


4. სოციალური ხარჯების დიფერნცირება, მათი მიზნობირობის ზრდა, ანუ მეტი თანხა მეტად გაჭივრებულებს.

 

5. კონსტიტუციის და გონივრულობის გათვალისწინებით, პარლამენტის ქუთაისში განთვსება. არა ისე, როგორ დღეს არის, 2 კვირაში ერთხელ, 2 სათით შემორბენა.

 

 

ეს ხელისუფლება ან გაიაზრებს ამ ცვლილებების აუცილებლობას და დაიწყებს შესაბამის ქმედებებს, ან არადა 2016 წლის შემოდგომაზე, ადამიანები ხმას მისცემენ საღ აზრს და ეს ცვლილებები მაინც განხორციელდება !“ - ამბობს თემურ ცამციშვილი.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია