დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობის პრევენცია
2016/03/19 21:03:37

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ამჯერად იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მომართვის საფუძველზე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა აკაკი საღინაძემ, ქუთაისის იუსტიციის სახლში, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და სოციალიზაციის სამმართველოს ბენეფიციარებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობის პრევენცია“.


ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ყოფილ პატიმართა ცნობიერების ამაღლება და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის და მისი პრევენციის საკითხების შესახებ.


აღნიშნული აქტივობებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ცდილობს ხელშეწყობილი იქნას ყოფილი პატიმრების სოციალური ფუნქციონირება და რესოციალიზაცია.


ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია