დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიუჯეტის სავარაუდო ცვლილებები
აუთვისებელი 7 მილიონი ლარი ,,პოლიტიკური ხრიკით“ გადავადებული პროექტების განხორციელებისთვის?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/21 00:47:31

 ქუთაისის მერიის ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ ქალაქის ახლად დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შესატანი პროექტი შეიმუშავა.

 

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოვალეობოის შემსრულებლის, ირაკლი ავალიანის ინფორმაციით, ბიუჯეტს, რომელიც 4374500 ლარს შეადგენს, 2013 წელს დაწყებული და დაუსრულებელი პროგრამების განხორციელებისთვის  7 მილიონი ლარი დაემატება.

 

 თუ რატომ მოხდა ისე, რომ გასული წლის ტენდერები 2014 წელს გადმოვიდა, ავალიანი ამის მიზეზად მერიაში რეორგანიზაციას, ტენდერების დაგვიანებით გამოცხადებას და სეზონურ უამინდობას ასახელებს.

 

საკრებულოს ნაციონალი წევრი გია გოქაძე ფაქტს პოლიტიკურ ხრიკად ხსნის და კითხულობს: ,,უამინდობაში რას გულისხმობენ, სეტყვას თუ ქარიშხალს? ეს ყველაფერი რეალურად პოლიტიკურ ხრიკს ჰგავს, რომელიც შოთა მურღულიას ქულების დასაწერად კეთდება.

 

შეგნებულად აჭიანურებენ ტენდერებს, რადგან მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობას კარგი განწყობა შეუქმნან და აჩვენონ, აი, ჩვენ რამდენ რამეს გიკეთებთო“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3351
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია